აშშ, ჩინეთი, იაპონია - უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გლობალური ეკონომიკის ნახევარს მსოფლიოს 5 უმდიდრესი ქვეყანა ქმნის, ხოლო 10 უმდიდრესი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) წილი გლობალური GDP-ის 2/3-ია.

უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება (GDP):

აშშ - $25.035 ტრილიონი
ჩინეთი - $18.321 ტრილიონი
იაპონია - $4.301 ტრილიონი
გერმანია - $4.031 ტრილიონი
ინდოეთი - $3.469 ტრილიონი.
გაერთიანებული სამეფო - $3.199 ტრილიონი.
საფრანგეთი - $2.778 ტრილიონი.
კანადა - $2.2 ტრილიონი.
რუსეთი - $2.133 ტრილიონი.
იტალია - $1.997 ტრილიონი.
აღსანიშნავია, რომ 167 ღარიბი და საშუალო სიმდიდრის მქონე ქვეყნის ეკონომიკა გლობალური GDP-ის მხოლოდ 16%-ია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს მსოფლიოს ქვეყნების 1/3-ის ეკონომიკა რეცესიაში შევა; ხოლო იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა ეკონომიკა გაიზრდება, IMF მიუთითებს, რომ აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად დიდი მაინც არ იქნება.