რა განცხადებები გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ჩინეთის პრეზიდენტს და პრემიერს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. „ბატონო თავმჯდომარე, თქვენო აღმატებულებავ ბატონო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, უაღრესად მადლობელი ვარ პრეზიდენტ სი ძინპინის, რომ მოგვიწვია მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩენგდუში. გასულ კვირას დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სისთან, სამაგალითო პოლიტიკოსთან, ბრძენ და მასშტაბური ხედვის მქონე ეროვნულ ლიდერთან შეხვედრა. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სის და პრემიერ ლის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის. არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, უზომოდ მოხარული ვარ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში ასეთი პროდუქტიული და მეგობრული ვიზიტის გამო. ასევე პატივია დღეს ვესწრებოდე ამ ღირებულ ბიზნეს ფორუმს, წარმოვადგენდე ჩვენს ქვეყანას - საქართველოს და სიტყვით მივმართავდე გამორჩეულ ოფიციალურ პირებს, ისევე როგორც ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას.

„სიხარულით ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოკლედ გაგაცნობთ ჩემ ქვეყანას. უპირველეს ყოვლისა, მინდა შეგახსენოთ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო მრავალი ცივილიზაციის გული იყო საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობის 3000-წლიანი ისტორიით. ჩინეთის მსგავსად, საქართველოც ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მდიდარი ისტორიით და კულტურით. ჩემი ქვეყანა სტრატეგიულად განლაგებულია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, წარმოადგენს როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილს, ასევე დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ამ უნიკალურმა მდებარეობამ საშუალება მისცა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს საქართველოში შერწყმოდნენ ერთმანეთს, რამაც ამ ორი სამყაროს კულტურათა მიმზიდველი ნაზავი შექმნა.

ჩვენი მემკვიდრეობა ასახავს სხვადასხვა ცივილიზაციების გავლენას, მაგრამ მაინც გამოირჩევა უნიკალურობით. ქართული კულტურას გამორჩეული და უქრობი ხიბლი გააჩნია - ცოცხალი ტრადიციული ცეკვებიდან და სულისშემკვრელი პოლიფონიური სიმღერებიდან დაწყებული, იშვიათი გემოების მქონე კერძებამდე და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციამდე გაგრძელებული, რამაც საქართველოს, როგორც მეღვინეობის სამშობლოს გაუთქვა სახელი.

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს - ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამსსტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას.

ეს ღირებულებები ქმნიან ქართული იდენტობის არსს, წარმოადგენენ ძირითად პრინციპებს, რომლებიც განგვსაზღვრავენ ჩვენ. მათი დაცვის პირობებში, პატივს ვცემთ ჩვენს მემკვიდრეობას და საფუძველს ვუქმნით ერის გაერთიანებასა და აყვავებას, ვავითარებთ ინოვაციებსა და მოდერნიზმს.

ამ გზაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას”, - განაცხადა პრემიერმა.

 

საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და საერთო მიზნების რეალიზებით. „ძვირფასო მეგობრებო, საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში. ჩინეთის დინამიურმა ზრდამ, ინოვაციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ერთგულებამ ის აქცია ძირითად პარტნიორად გლობალური გამოწვევების გადაჭრისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტ სის გლობალურ ინიციატივებს, როგორიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. გამოვთქვამთ მზადყოფნას გავაძლიეროთ თანამშრომლობა მათ ფარგლებში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და ჩვენი საერთო მიზნების რეალიზებით. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ ვაცხადებ, რომ ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მეგობრულ გარემოს და ყველა საჭირო მხარდაჭერას ასეთი მიზნების განსახორციელებლად. საქართველო არის უცილობელი კავშირი 8 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტ ვაჭრობას ორ კონტინენტს შორის ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ადამიანური კაპიტალით და რეგიონული დაკავშირებადობით. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ჩემი ქვეყანა ამ ფართო რეგიონში მოიაზრება როგორც განსაკუთრებული კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო კომპანიებისა და ბიზნესებისთვის. ბიზნესი საქართველოში ფასდაუდებელ წვდომის ადგილს პოულობს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს წვდომა იქონიონ მრავალფეროვან ბაზრებზე. როგორც ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის გადამწყვეტი შესვლისა და გასვლის ადგილი, საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ უაღრესად კონკურენტულ გარემოს, რათა თავიანთი საქმიანობა გააფართოონ ამ ფართო რეგიონში. უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან. საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან (მათ შორის ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან) და კიდევ ბევრი გვაქვს მოლაპარაკების ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს პროდუქციას შეუძლია მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე შევიდეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს”, - განაცხადა პრემიერმა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ინფლაცია გლობალურ გამოწვევად იქცა და ის კვლავაც მნიშვნელოვანი თავსატეხია მრავალი ძლიერი ეკონომიკისთვის მთელ მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ მივიღეთ ქმედითი ღონისძიებები, რის შედეგადაც ივნისში ინფლაციამ მხოლოდ 0.6% შეადგინა. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წელს ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიღწევებმა მოიპოვა გლობალური აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან. „გარდა ამისა, საქართველოს სუვერენულმა საკრედიტო რეიტინგებმა გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს, რაც ასახავს ჩვენი ქვეყნის მდგრადობას და ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებელს. Fitch Ratings-მა საქართველოს პერსპექტივა BB „სტაბილურიდან“ გაზარდა BB „დადებითამდე“; ეს პოზიტიური ცვლილება ჩვენი მთავრობის ეფექტურ მმართველობის შედეგია, ისევე როგორც ეკონომიკურ განვითარება და მაკრო-ფისკალური პოლიტიკის სანდო ჩარჩო. ეს დადებითი რეიტინგები ხაზს უსვამს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და დარგობრივი პოლიტიკის მართვის მიმართ. ჩვენმა მიღწევებმა მოიპოვა გლობალური აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ამ მხარდამჭერი სამართლებრივი და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისთვის. შედეგად, ჩემმა ქვეყანამ მსოფლიოში წამყვანი პოზიციები მოიპოვა: მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილზეა 190 ქვეყანას შორის; ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, ღია ბიუჯეტის კვლევა საქართველოს პირველ ადგილზე ასახელებს; Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირველ თხუთმეტეულშია და გლობალურად 165 ქვეყანას შორის მე-15 ადგილს იკავებს; Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსთ 2023 წელს, საქართველო 21-ე ადგილზეა ევროპაში და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოზე ბევრად წინ დგას; ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო მშენებლობის კვლევის ცენტრის ანგარიშის - „გამჭვირვალობა ომიანობის ჟამს“ - მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქონია და გამჭვირვალობის ინდექსში 54-დან მე-17 ადგილზე დაწინაურდა 2023 წელს მეგობრებო, ზემოთმოყვანილი მაჩვენებლები წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა, რომლებსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მე ვამაყობ იმით, რომ გრძელვადიანი წარმატება უკავშირდება ჩვენი მთავრობის ძალისხმევას საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად გადაქცევაში”, - განაცხადა პრემიერმა.

 

ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. „საქართველოს შთამბეჭდავი უპირატესობების ხაზგასასმელად, უვიზო მიმოსვლის უფლებას ვანიჭებთ 98 ქვეყნის მოქალაქეებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დარჩნენ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც აქვთ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა 50 სხვა ქვეყნიდან, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში უვიზო მიმოსვლის კომფორტით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. საქართველო გთავაზობთ მიმზიდველ შეღავათებს მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და გამარტივებული ბიუროკრატიით, რაც მას მიმზიდველ დანიშნულების ქვეყნად აქცევს ინვესტორებისთვის, რომლებიც დიდ სარგებელს ეძებენ. უაღრესად მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის გარდა, დაინტერესებულ კომპანიებს ვთავაზობთ მხარდაჭერის ისეთ მიმზიდველ მექანიზმებს როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრანტი. საქართველოში მოქმედ და ექსპორტზე ორიენტირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს ვთავაზობთ შეღავათებს ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს (მხოლოდ 5% საშემოსავლო გადასახადი (ზოგადად არსებული 15% განაკვეთის ნაცვლად) და 5% მოგების გადასახადი. (ზოგადად არსებული 20% განაკვეთის ნაცვლად). ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა. გასულ წელს დავამტკიცეთ საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030. ეს არის მასშტაბური ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს მთავრობის განვითარების ხედვას. ეს შორსმიმავალი პერსპექტივა აქცენტირებულია მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე. ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებამ და ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ მიგვიყვანა ხელშესახებ შედეგებამდე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი გააჩნია და გლობალური ეკონომიკური ვარდნის პირობებში უწევს ცხოვრება, საქართველომ აჩვენა გამძლეობა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით. ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენები ვიქონიეთ. დღესდღეობით. საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ერთ-ერთი ყველაზე. შემდეგი სტატისტიკა ნათლად ასახავს ჩვენი პროგრესის მტკიცებულებას. ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკისა და გაზრდილი აქტივობის წყალობით მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10.1 პროცენტია 2022 წელს, წინა წლის 10.5%-იანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. ეს დადებითი ტრაექტორია გრძელდება 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 7.6 პროცენტია. სამომავლო პერსპექტივასაც გაგაცნობთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპულ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2023 - 2028 წწ.) პროგნოზირებული ზრდის ტემპით -5.1%”, - განაცხადა პრემიერმა.

 

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა.

 „ჩვენი ძალისხმევა ვლინდება სხვადასხვა ფართომასშტაბიან ინიციატივებსა და პროექტებში, მათ შორის ინიციატივებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველომ წამოიწყო ან მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები.

 არსებული გამოწვევების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. „შუა დერეფანი“, განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის. შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისაგან. ესენია: ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს თურქეთთან საქართველოს გავლით; და საქართველოს შავი ზღვის პორტები, რითაც საზღვაო კავშირი მყარდება ევროკავშირთან.

 უფრო მეტიც, ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც დროის მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რაც 20-25 დღეში გულისხმობს საქონლის გადაზიდვას. კერძოდ, შუა დერეფნის მეშვეობით საქართველო ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან და ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შეტანას 15 დღემდე სჭირდება. საერთო ჯამში, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას.

 ძვირფასო მეგობრებო, გასულ წელს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან - ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან - ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც სტრატეგიულ ზომებს გულისხმობს ხარვეზების აღმოსაფხვრელად და შუა დერეფნის გასავითარებლად 2022-2027 პერიოდში. ხსენებული გზამკვლევი მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, წარმოების ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დერეფნის გაციფროვნებასა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

 საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, დიდ კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა საკმარისი შესაძლებლობები უზრუნველყოს მომავალი წლებისთვის.

 საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტრანსპორტის კოორდინირებული ფუნქციონირება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ან/და მშენებლობა. ჩვენ ასეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განვიხილავთ, როგორც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთბრუნვის წინაპირობას.

 ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ის ჩინური კომპანიის ჩართულობით მიმდინარეობს. 2024 წლის ბოლოს ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

 გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა.

 აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად. ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოჯისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციებს.

 ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრით და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია თბილისის  ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, - განაცხადა პრემიერმა

 

ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.

 ჩინეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობის აღიარებით, მოხარული ვართ, რომ თბილისი-ურუმჩის შორის ფრენები მიმდინარე წლის იანვარში განახლდა, კვირაში სამი რეისი სრულდება და დიდი პოტენციალი გააჩნია.

 ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში; ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.

 ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია გავაძლიეროთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია არსებული და ახალი მაღალი სიმძლავრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენებით, რაც საქართველოს მეზობელ, ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან დააკავშირებს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისა და აზიის ციფრული კავშირის ხელშეწყობა.

 განვიხილავთ რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნას, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საერთაშორისო კავშირს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან, ევროპისა და აზიის უმოკლესი მარშრუტით დაკავშირებას და, მეორე მხრივ, რეგიონული მონაცემთა ცენტრების შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის, ციფრული ჰაბისა და დერეფნის განვითარების კონცეფციის საკონსულტაციო სერვისის მოკვლევა.

 ძვირფასო მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ქვეყანა მდიდარია განახლებადი ენერგიის რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდრო რესურსები. ჰიდროენერგეტიკაში დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ ეკონომიკურად გამართლებული პოტენციალის არსებობის მიუხედავად, ამჟამად მისი მხოლოდ 30% არის ათვისებული. ამიტომ, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით.

 სწორედ ამიტომ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, გასულ წელს შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს. მხარდაჭერის სქემა გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრის აუქციონებს. ახალ სქემას ნერგავს სხვაობის დაფარვის კონტრაქტის (CfD) კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის საბაზრო ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის სხვაობის კომპენსაციას. ამიტომ, ეს მექანიზმი ინვესტორებს აძლევს გარანტიას, რომ ისინი წლების განმავლობაში მიიღებენ გონივრულ შემოსავალს.

 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მწვანე ენერგიის წარმოებას და ექსპორტს, არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივა - რომელიც ჩემი ინიციატივაა, რომელიც 2 წლის წინ გავაჟღერე - მნიშვნელოვან დაპირებას იძლევა საქართველოს მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის შესახებ, რადგან ის შეესაბამება ქვეყნის ვალდებულებას განახლებადი რესურსების განვითარებისა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისკენ. ამ ამბიციური პროექტის მონაწილეები არიან ასევე აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი.

 მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიები და ზემოაღნიშნული პროექტები მჭიდრო კავშირშია „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მიზნებთან. ამიტომ, საქართველო აქტიურად არის ჩართული მასში და ადასტურებს ნაკისრს ვალდებულებას, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი და პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა მისი წესდება.

 მსურს გამოვხატო გულწრფელი სიხარული „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის  ფარგლებში დღეს ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნოვატორული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ურთიერთ-სასარგებლო თანამშრომლობას.

 ასევე მინდა ვახსენო, რომ ჩემი ინიციატივით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველო  წარმატებით ატარებს 2015 წლიდან მოყოლებული და სამი ასეთი ღონისძიება შედგა. ამ ფორუმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის წინსვლაში, საერთაშორისო პლატფორმის შექმნაში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესს და საზოგადოების ლიდერებს შორის მაღალი დონის დიალოგის საწარმოებლად მრავალი მიმართულებით. თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მე-4 ფორუმი წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება შეკრებს 2000-მდე დელეგატს, მთავრობათა მაღალჩინოსნებს და ბიზნესის წარმომადგენლებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩინური ბიზნეს წრეები მოვიწვიო ხსენებულ ფორუმზე. მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ საქართველოში, - განაცხადა პრემიერმა.