რომელ კომპანიებს მიანიჭა და ჩამოართვა მთავრობამ საერთაშორისო სტატუსი? - განკარგულებები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი კობახიძის 4 ივნისის განკარგულების მიხედვით, 4 კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა, ერთს კი, გაუუქმდა.

კომპანიები, რომლებსაც გუშინ საერთაშორისოს სტატუსი მიენიჭა:

შპს "აიტი ლაბ ჯორჯია", რომლის წილის 100%-ს "ა აიტი ჰაბ ტვინო" ფლობს, რომელიც თავის მხრივ ნანა ფანცხავას საკუთრებაა. დირექტორი კი, ქეთევან მეფარიშვილია.
შპს "სტჯ აპპს" - მფლობელი, კვიპროსზე რეგისტრირებული "სოფტეკო გრუფია". დირექტორი კი, აკაკი დავლიანიძე.
შპს "სი არ ეს" საქართველო - წილის 100%-ს აშშ-ში რეგისტრირებული "ქომბაინდ რეშიო სოლუშენსი" ფლობს. დირექტორი კი, შტატების მოქალაქე მაიკლ კენეთ ჯონსია.
შპს "ლინკერ სოფტ გროუპ" - კომპანიას ბელარუსის 4 მოქალაქე ფლობს: დზმიტრი პეჰაუ, ალიაკსანდრ დაუჰავეჩნი,პაველ კჰამიაკოუი. ასევე, ერთპიროვნული დირექტორია დზმიტრი პეჰაუ.
მთავრობამ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუუქმა შპს ჯორჯიან დატა სოლუშენს, რომელსაც ლატვიაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სმაილ ჰოლდინგი" ფლობს.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.