რა ეტაპზეა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეაბილიტაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს:

  • ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, საგზაო სამოსი მოწყობილია 17 კმ-ზე, დასრულების ეტაპზეა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ჯამში ითვალისწინებს 35 მეწყრულ უბანზე პრევენციული სამუშაოების ჩატარებას
  • გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რომელიც ერთ-ერთი უმოკლეს გზას წარმოადგენს ახმეტის, თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტის მიმართულებით
  • პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სრულად აღიჭურვება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით
  • პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება