„არასდროს, არც ერთი კორუფციული გარიგებით, არც ერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას“ - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს, არც ერთი კორუფციული გარიგებით, არც ერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას", - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით კითხვა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა დაუსვა.

"რაც შეეხება კორუფციას, ამაზე მინდა მცირე გადახვევა გავაკეთო. ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ.

ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს, არც ერთი კორუფციული გარიგებით, არც ერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად. ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია იცით, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა, რომელსაც მით უმეტეს არავითარი ინტერესი არ აქვს, 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალურობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.