ასლან ბჟანია სერგეი ლავროვს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პრესცენტრის ინფორმაციით, ბჟანიამ და ლავროვმა „განიხილეს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარება“.

ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა "რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ" საქმიანობაში, ნათქვამია განცხადებაში.

ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს. შეხვედრაში მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკიც.

გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელ დანილ ეგოროვთან.

„შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სფეროში და რიგი სხვა საკითხები, რაზეც მიმდინარეობს სისტემატური ორმხრივი მუშაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გუშინ შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“, რომელიც „უცხოურ აგენტებზე" რუსეთის კანონის ანალოგიურია.

 

  წყარო:რადიო თავისუფლება