31 მარტის თავისუფლების გაკვეთილები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ ჩამოვიდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნიქსონი და რა პროვოკაციას გეგმავდა რუსული აგენტურა საქართველოში, რეფერენდუმის დღეს  

 

 

მართალია, მას მერე ათასი უბედურება მოხდა -ძმათა მკვლელმა ომმა თლისი დაანგრია, მხედრიონმა სამეგრელო გადაწვა და გადაბუგა, რუსეთმა ჩვენი მიწა-წყალი მიიტაცა, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, 1991 წლის 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში მაინც ოქროს ასოებით ჩაიწერება, რაც გასაკვირი არაა, რადგან ისტორიული სამართლიანობა ორედ ამ დღეს აღდგა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, აწ განსვენებული ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი, ესე იგი, საერთო-სახალხო კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ყველა კუთხემ, მათ შორის, აფხაზეთმა და სამაჩაბლომაც მიიღო. რეფერენდუმის დღეს, საარჩევნო უბნებზე ხალხის არნახული რაოდენობა მივიდა (3 334 236 მოქალაქე, მაშასადამე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 90.79%) და აქედან, 99.08%-მა (3 295 493 მოქალაქე) კითხვას - „თანახმა ხართ, თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?“ - დადებითად უპასუხა.

 

მართალია, რეფერენდუმის შედეგები ჩრდილოეთისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ კრემლთან ასოცირებულმა რუსულმა მედიამ საერთო-სახალხო კენჭისყრის, როგორც იტყვიან,გატრიზავება სცადა და დაწერა, რეფერნდუმის დადებითი შედეგი 1 აპრილს გახდა ცნობილი. 1 აპრილი კი ხუმრობისა და ტყუილების დღეაო, თუმცა ის, რაც ჩრდილოელ „ძმას“ უნდოდა, ტყუილი ყოფილიყო, აგერ, უკვე 32 წელია, რეალობაა.

მეტიც, სწორედ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი გახდა იმის საფუძველი, რომ 2017 წელს,საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო.

დიახ, ვინმეს უნდა, თუ არა, ფაქტია: ორსაუკუნოვანი რუსული უღელი, სწორედ ზვიად გამსახურდიამ გადატეხა და, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი მსოფლიოს ზოგიერთი საჭეთმპყრობელი „დინების საწინააღმდეგო ცურვას“ აბრალებდა, მრგვალი მაგიდის ლიდერმა ევროპისკენ, იგივე,რეფერენდუმით დიდი ნაბიჯი გადადგა.

აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების უტყუარობა არც მაშინ და არც მერე, ეჭეშ არავის დაუყებია!

მერე, წლები რომ გავა, 31 მარტის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალნათელი გახდება და ისტორიკოსები, ასევე, ანალიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლი ჩატარდა ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ეს რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს!

სწორედ ამიტომ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს კონსტიტუციაშიც ფიგურირებს. კერძოდ, კონსტიტუციის პირველი თავის პირვი მუხლის პირველივ პუნქტში წერია:

„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

მოგეხსენებათ, ისტორიას დეტალები უყვარს და რაკიღა 31 მარტი ისტორიული თარიღია, ჯობ, დეტალებს ჩავუღრმავდეთ და დოკუმენტებზე დაყრდნობით ისიც აღვნიშნოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა მხოლოდ 0.51%-მა არ დაუჭირა.

რაც შეეხება დღეს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 61.27%-მიიღო, საიდანაც 97.73%-მა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დაუჭირა.

ისტორიული დოკუმენტების მიხედითვე, გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა,ამიტომ გუდაუთის რაიონში მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი - ახალსოფელში გაიხსნა. ტყვარჩელის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი მაშინ გამოთქვა, როცა საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის  ვადა უკვე ამოწურული იყო.

ვერ ვიტყვით, რომ მაშინდელ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, 31 მარტ რეფერენდუმექსცესები არ ახლდა. ყოველ შემთხვევაში, ქალაქ ცხინვალში, ასევე, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში კი რეფერენდუმი 7 სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11 376 იყო. რეფერენდუმში მონაწილეობა 10 182 ამომრჩეველმა მიიღო.

ამ გაცემული ბიულეტინებიდა ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი 10 180 ამომრჩეველმა გასცა.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, თუკი 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალიებს არ გაითვალისწინებს, ბათილად იქნება ცნობილი.

ისე, მოგვიანებით ანუ მას შემგდეგ, რაც საქართველოში „ეთნიკურ ნიადაგზე“ ცხელი წერტილები გაჩნდება, რასაც აფხაზეთსა და იგივე სამაჩაბლოში, საომარი მოქმედებები მოჰყვება, სეპარატისტული მოძრაობის ლიდერები შეეცდებიან, შექმნან ფონი, რომ 31 მარტის რეფერენდუმი მხოლოდ ქართველი ერის ნებას გამოხატავდა, თუმცა ყველა, ვინც იურისპრუდენციაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, აღიარებს, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის დამოკიდებულებას ასახვს, რაც იმითაც დასტურდება, რომ კენჭისყრაში მხოლოდ ქართველები კი არა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური არაქართველებიც მონაწილეობდნენ.

ამასთან, ისიც მნიშვნელოვანია, რომ 31 მარტის რეფერენდუმის საკითხში გამსახურდიას მხარს ოპოზიციაც, მათ შორის, მხედრიონიც უჭერდა.

მოკლედ, 31 მარტი - არც მეტი, არ ნაკლები -საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტიაა ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები გახდა სამართლებრივი საბაბი, რომ იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიის უზენაეს საბჭოს, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღედგინა.

მერე, წლები რომ გავა, ეროვნული მოძრაობის ძირძველი წარმომადგენელი, აფხაზეთში მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარ, საზოგადბა დაბრუნების წევრი და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რევაზ კემულარია ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის:

„1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ისტორიაშიპირველად ჩატარდა პირველი რეფერენდუმი, რომელზეც დასმული იყო ერთადერთი შეკითხვა: „გსურთ, თუ არა, საქათველო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს?“ რეფერენდუმის დანიშვნის დროს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია გახლდათ... ყველაფერი ძალიან სწრაფად მომზადდა და მახსოვს, მხოლოდ უზენაეს საბჭოში კი არა, მთელ ქვეყანაში საოცარი ერთსულოვნება სუფევდა.

სხვათა შრის, სწორედ მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მომავალს წყვეტდა, საქართველოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი ეწვია.

რევაზ კემულარიას თქმით, ეს უბრალო დამთხვევა არ ყოფილა ანუ ნიქსონს თბილისში გამოსვლის სურვილი თავად გამოუთქვამს.

„როცა თბილისში აშშ-ის დელეგაცია ჩამოვიდა,რუსეთის აგენტურამ კინოს სახლთან მიტინგი მოაწყო და მერე ამბობდა, პოლიციამ გვესროლაო... უსახო აგენტები თხუნელებივით გამოძვრნენ და რეფერენდუმის ჩაშლა უნდოდათ... ისეთებიც იყვნენ, რომლებიც გაძახოდნენ, ჯერ დემოკრატია, შემდეგ - თავისუფლებაო, - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ეროვნული მოძრაობის ძირძველი წარმომადგენელი. მისივე თქმით, ისიც მოგონილი და ჭორია, ითქოს, ნიქსონი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ წავიდა:

„სინამდვილეში, ნიქსონთან საუბარი წარიმართა ძალიან დადებითად. გამსახურდია დასავლეთს თხოვდა აღიარებას და ეს აღიარება მოხდა!“

რევაზ კემულარიას ამავე ინტერვიუში ვკითხულობთ:

„რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთმა გადაარჩინა და დღეს რომ ერი გადაშენებული არაა, მისი დამსახურებაა. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით იყო - რუსეთი ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყოველთვის ხელს უშლიდა და მისთვის ძალიან რთული იყო იმის ყურება, როგორ კარგავდა იმპერია გავლენას. საერთოდ, რუსეთის ხელწერა ნგრევა - „გათიშე და იბატონეა“. ეს ხელწერა, რა თქმა უნდა, მაშინაც იგრძნობდა, რადგან კრემლს არ აწყობდა დამოუკიდებელი საქართველო და  ყველა ღონეს ხმარობდა, რომ სიტუაცია, რეფერენდუმი ჩაშლილიყო და დამოუკიდებლობა არ გამოგვეცხადებინა. სწორედ ამ მიზნით, რუსული მედიით ვრცელებოდა დეზინფორმაცია, თითქოს,სხვა ეროვნების  მოქალაქეებს - სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს ვჩაგრავდით... ეს წმინდა წყლის ტყუილი გახლდათ. მაშინ საზოგადოებრივად ძალიან აქტიური ვიყავი. არ არსებობს ოჯახი, სადაც არ მივსულვართ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აგიტაცია არც დაგვჭირვებია -  ყველა თავისუფლებას იყო მოწყურებული და დამოუკიდებლობას ორგანულად ითხოვდა. ამიტომაც, რეფერენდუმში მონაწილეობა აფხაზებმაც მიიღეს და ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცეს, მაგრამ სამწუხაროდ, შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა...

დამოუკიდებლობა რომ გამოვაცხადეთ და ფიქრი ინვესტორების მოზიდვაზე დავიწყეთ, რუსეთმა, თავისი აგენტურული ქსელის გამოყენებით, აი, ზუსტად ამ მომენტში დაგვარტყა. ეს აგენტურული ქსელი იმხელა ყოფილა, რომ ვერც წარმოვიდგდი...

ასე და ამგვარად: ასეთია ერთი ფურცელი საქართველოს უახლესი ისტორიიდან, ფურცელი, რომელმაც წეღანდელი თქმისა არ იყოს, დღევანდელი ვიზალიბერალიზაცია მოიტანა. ამიტომ, ზოგიერთისგან იმის მტკცება, რომ საქართველომ ევროატლანტიკური სივრცისკენ ყურება ვარდების რევილუციის მერე დაიწყო, მინიმუმ, უხერხულია. ზოგს მზისა და ზეზვას ამბავიც მითი ჰგონია, მაგრამ ჩვენ, ქართველები და საქართველოშიცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები რომ უძველესი ევროპელები ვართ, ამას არაერთი ისტორიული ფაქტი მოწმობს.

შესაბამისად, ევროპეიზმის იდეაზე ვინმეს მიერ მონოპოლიის აღება, მომიტევეთ და, ქაჯობაა!

ისიც ქაჯობაა, ვიღაცები რომ ცდილობენ, ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმამ გზიდან გადაუხვიო!

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ყველა თაობამ და ხელისუფლებამ თავისი წილი აგური დადო. ამ კონტექსტში, ალბათ, არც ქართველი მწერლების სამოციანელთა თაობა უნდა დაგავვიწყდეს - დიახ, სწორედ სამოციანელებმაჩაუყარეს კომუნისტურ საქართელოში სიმართლის თქმას საფუძველი.

ახლა, ამაზე აქცენტირება ვინმეს, იქნებ, არც მოეწონოს, მაგრამ იგივე ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია, გურამ ფანჯიკიძის თვალი პატიოსანი“,თუ ჯანსუღ ჩარკვიანის თავისუფლება ლომთა ხვედრია“, სწორედ გაგანია კომუნისტურ ეპოქაში ანუმ დროს შეიქმნა, როცა ქვეყანა, ჯანსუღ ჩარკვიანის თქმისა არ იყოს, ინაურებითა და შინაურებით იყო სავსე.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი კი ყველაფერ ამის ლოგიკური დაგვირგვინება გახლდათ.

სამწუხარო ისაა, რომ ამ თარიღის მნიშვნელობა ბევრმა ახალბედა პოლიტიკოსმა არ იცის, თუმცა ეს არცოდნა რეალობას ვერ ცვლის - 31 მარტმა საქართველოს ბედი გადაწყვიტა!

ორ დღეში, 31 მარტია, დღე, როცა 31 წლის წინ, ჩვენი სამოთხის მზემ ამოსვლა დაიწყო და ტყვიაც მიზანში მოვარტყით - ჩვენ მონობას თავისუფლება ვამჯობინეთ!

ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ და დაე, გვახსოვდეს სახალხო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შეგონება:

ძლივს, ძლივს ამოდის

მთვარე სამოთხის,

ტყვია მიზანში მოსახვედრია,

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია!

ავტორი- ვანი პავლიაშვილი