რას ამბობენ კენიელი გარემოსდამცველები ბაობაბების გახმობის მიზეზებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ივანიშვილის გამხმარი ბაობაბების შესახებ კენიის კილიფის რეგიონში უკვე გაიგეს. ეს ის ადგილია სადაც ოლიგარქის დავალებით 8 გიგანტი ამოთხარეს და 8 ათასი კილომეტრის იქეთ შეკვეთილში გადმორგეს. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ქართველმა ოლიგარქმა ხეების ტრანსპორტირების ნებართვის მოსაპოვებლად კენიის მთავრობას ქრთამი გადაუხადა.

დენდროლოგიური პარკისგან განსხვავებით, გარემოსდამცველების აზრით, ბაობაბების გახმობა დიდხანს ამოთხრილ მდგომარეობაში მზეზე ყოფნამ და განსხვავებულმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია. ასევე, კენიაში სჯერათ, რომ ეს შესაძლოა ღვთის რისხვაც ყოფილიყო, ვინაიდან ბაობაბი მათთვის წმინდა ხეა და ამბობენ, რომ თუ ოლიგარქი კვლავ მოისურვებს ხეების გადმორგვას ისინი ამის საშუალებას არ მისცემენ.

"მე ვესაუბრე ხალხს კილიფის რეგიონში, ეს ის რეგიონია სადაც ხეები დათხარეს. ხალხი შეშფოთებული და დამწუხრებულია ამ ინფორმაციით რომელიც მე მათ მივაწოდე. ხალხი კილიფიში ფიქრობს, რომ მთელი პროცესი დაწყებული ხეების ყიდვით, შემდეგ ამოთხრითა და ტრანსპორტირების დაწყებით უკანონო იყო. ვიცით რომ ლიცენზიები გაყალბებული იყო და სასამართლომ შეაჩერა ამ ხეების ტრანსპორტირება, თუმცა მერე როგორც ჩანს მყიდველმა შეძლო ამ პრობლემის გადაჭრაც. ვიცი რომ ამ კაცს [ბიძინა ივანიშვილს] ბევრი ფული აქვს და დარწმუნებული ვარ აქაც გადაუხადა ბევრს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რა გახდა ხეების გახმობის მიზეზი? უპირველეს ყოვლისა ეს ხეები ამოთხრილ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში იყო მზის ქვეშ. მეორე, ჩვენთან და თქვენთან განსხვავებული კლიმატური პირობებია და ეს ხეები თქვენთან არ გაიხარებდა. ეს სრული სიგიჟე იყო. და მესამე, ჩვენთვის ბაობაბი არა მხოლოდ ხეა, ის ჩვენთვის სიწმინდეც არის. ძველი ხალხი აფრიკაში ამბობდა, რომ ვინც ბაობაბს ცუდად მოეპყრობა ის ღმერთების რისხვას დაიმსახურებს. ეს 8 ხე გახმა. თუ თქვენი მდიდარი კაცი კიდე გადაწყვეტს ჩვენთან ხეების დათხრას ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემთ. ეს იგივეა მე რომ მქონდეს ბევრი ფული და მოვიდე და თქვენი ხეები ამოვთხარო და კენიაში წამოვიღო," - ამბობს კენიელი გარემოსდამცველი "მთავარ არხთან". 

რატომ გახმა ბიძინა ივანიშვილის ბაობაბის ხეები - განცხადება