„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ლელოს“, ანა დოლიძის, ლევან ცუცქირიძის და ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით გამყრელიძე იქნება. დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ გუნდში დიდი ინტელექტი, გამოცდილება და წარმატებული ისტორიებია გაერთიანებული და მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო. მისი თქმით, ქვეყანაში რეალური ცვლილებებისთვის წინ ომი ელოდებათ და მისი ამოცანა იქნება კოალიციის კარგი შედეგი არჩევნებზე, ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება.  მისი ფუნქცია კი ხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინირება.

დავით გამყრელიძის თქმით, შტაბის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება, მათი მუშაობის პრინციპი კი ღიაოაბა და გამჭვირვალობა იქნება.

„ეს არ ნიშნავს რამე ფორმით ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებას, მე არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას, მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.