უკვე რეალურია - „ლივერპული“ მამარდაშვილს იყიდის და... არ წაიყვანს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ყველა მოუთმენლად ელოდება, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი. ყველა ხვდება, რომ გიო ესპანური გუნდისთვის უკვე ზედმეტად დიდი ფუფუნებაა და „ღამურებიც“ იმდენად შეეჩვივნენ იმას, რომ მამარდა მათ რიგებს დატოვებს, მისი შემცვლელი უკვე იყიდეს. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მამარდაშვილი კარიერას პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გააგრძელებდა და ის, რასაც ვარაუდობდნენ, რეალობას ემსგავსება. უდიდესია იმის შანსი, რომ თვის ბოლომდე, გიორგიმ კონტრაქტი „ლივერპულთან“ გააფორმოს.

„მერსისაიდელების კარის დარაჯი, ალისონ ბეკერი გუნდიდან წასვლას და კარიერის არაბეთში გაგრძელებას აპირებს. მას ზღაპრულ ხელფასს სთავაზობენ და ისიც მზად არის, კარიერის ბოლო ორი-სამი წელი, სწორედ ფულის კეთებას დაუთმოს. ჰოდა, „ლივერპული“ თავს იზღვევს და თუ ალისონი გუნდიდან ამ ზაფხულს წავა, მის ნაცვლად, მამარდაშვილს ჩააყენებენ კარში, თუ არადა, ქართველს მაინც იყიდიან და ერთი წელი იჯარით ისევ „ვალენსიაში“ დატოვებენ და ნისლიანი ალბიონის გზას, მომავალი სეზონის ბოლოს გაუყენებენ“, - წერს ბრიტანული მედია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე