"ქართული ოცნება"- 59%, ენმ- 23% - Gorbi-ს კვლევა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%
კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8%
კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5%
„საქართველოსთვის“ 4.8%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია 3%
„ევროპული საქართველო“ 2.2%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ 2.1%
სხვა 4.2%

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

წყარო: იმედი