მბაპემ პირი დააღო - მასზე მეტს სხვები იღებენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ მაისური მოირგო, ჩათვალა, რომ ის ესპანეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. თანაც, მბაპემ ხომ არაბებს უთხრა უარი და 5-წლიან კონტრაქტსა და წლიურად 200 მილიონ ევროს არ დათანხმდა ანუ მომდევნო 5 წელიწადში, მას შეეძლო, მილიარდი მიეღო.

ახლა კი, გაირკვა, რომ ჯამაგირის მიხედვით, მბაპე ესპანეთში არათუ პირველი, არამედ მეორე ფეხბურთელიც არ არის. ესპანურმა მედიამ, ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა და საუკეთესო ათეულში ერთის გარდა, მხოლოდ „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელები არიან. საუკეთესო ათეული კი, ასე გამოიყურება:

ფრენკ დე იონგი („ბარსელონა“) - 37.5 მილიონი ევრო;

რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“) - 33.3 მილიონი ევრო;

კილიან მბაპე („რეალი“) - 31.3 მილიონი ევრო;

დავიდ ალაბა („ბარსელონა“) - 22.5 მილიონი ევრო;

იან ობლაკი („ატლეტიკო“) - 20.8 მილიონი ევრო;

ჯუდ ბელინგემი („რეალი“) - 20.8 მილიონი ევრო;

ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“) - 20.8 მილიონი ევრო;

ილქაი გუნდოგანი („ბარსელონა“) - 18.8 მილიონი ევრო;

ფედერიკო ვალვერდე („რეალი“) - 16.7 მილიონი ევრო;

ტიბო კურტუა („რეალი“) - 15 მილიონი ევრო.