ხე-ტყის უკანონო მოპოვების 51 ფაქტი და ამოღებული 102 874 მ³ ხე-ტყე - ყველაზე მეტი სამართალდარღვევა კახეთში გამოვლინდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

"ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლინელია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 ფაქტი გამოვლენილია - ქვემო ქართლის, 2 - ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 2-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5 - გურიისა და 5 - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 102,874 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დაურეგისტრირებული სახერხი საამქროების 1 ფაქტი კახეთში გამოავლინეს. შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 15 კუბური მეტრი სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 481 ფაქტია გამოვლენილი; "საქმიან ეზოებში" დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 458,784 კუბური მეტრი შეადგინა.