მერაბ დვალიშვილი VS შონ ომალი - ქართველი ქამრისთვის იჩხუბებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოფიციალურად გადაწყდა, რომ 15 სექტემბერს, გამთენიისას, ლას ვეგასში, UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის, ერთმანეთს ქამრის მფლობელი და მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი და ჩვენი მერაბ დვალიშვილი დაუპირისპირდებიან. ბრძოლა, რომელსაც ყველა ელოდა, ჩაინიშნა და ახლა იმაზე მიდის საუბარი, რამდენად მოახერხებს ქართველი ათი წაუგებელი შეხვედრის შემდეგ, მეთერთმეტეს მოგებასა და ქამრის მოპოვებას.

ომალიმ მოპოვებული ქამარი ერთხელ უკვე დაიცვა და საგულისხმოა, რომ მერაბის უახლოესი მეგობარი, ალჯამეინ სტირლინგი დაამარცხა. ახლა, დვალიშვილი შეეცდება, მეგობრისთვის შური იძიოს და რაც მთავარია, ქამარი მოიპოვოს. თუ ის ამას მოახერხებს, ილია თოფურიას შემდეგ, მეორე ქართველი იქნება, რომელიც UFC-ის ქამარს შესწვდება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე