კუბელმა ისტორია გა-დაწერა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კუბელი მოჭიდავე, მიხაინ ნუნიეს ლოპესი, ბოლო ცხრა წელია, არცერთ დიდ ტურნირს არ ჭიდაობს და მხოლოდ ოლიმპიადებზე გამოდის იმისთვის, რომ თავისი საოცარი ძალა გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ანახოს. პარიზში გამართულ ოლიმპიადაზე ნუნიეს ლოპესი განთესილებს შორის იმ მიზეზით არ იყო, რომ მხოლოდ ერთ უმნიშვნელო, თუმცა ლიცენზიის მომტან ტურნირში მიიღო მონაწილეობა და პარიზში მეხუთე ოლიმპიურ ოქროს შეუტია. ჰო, კუბელს ზურგს 4 ოლიმპიადა და ამდენივე ოქროს მედალი უმაგრებდა, რაც ერთი კი არა, ორი და სამი შეხედვითაც, წარმოუდგენელი შედეგია.

ნუნიეს ლოპესი რომ უპირობო ფავორიტი იყო, ყველა აღიარებდა, მაგრამ იმასაც ფიქრობდნენ, რომ 41 წლის ასაკში, მაღალ დონეზე ჭიდოაბა გაუჭირდებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად - მან ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ოლიმპიადის მეხუთე ოქროს მედალი დაიკიდა გულზე და... კარიერა დავასრულეო, თქვა. მის გამარჯვებას პოლიტიკოსებიც კი გამოეხმაურნენ და განაცხადეს, ნუნიეს ლოპესი კუბელი რომ არ იყოს, ბევრად დიდი და პოპულარული იქნებოდაო, მაგრამ ეს მაინც გადაჭარბებული ნათქვამი გვგგონია - მეტი რაღა დიდი გინდათ, კაცმა 5 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და ხუთივეჯერ დაუმარცხებლად დატოვა იქაურობა. მეხუთე მედლის მოპოვების შემდეგ კი იქვე, საჭიდაო ხალიჩაზე ფეხსაცმელები გაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი კაცი, დიდი სპორტიდან საბოლოოდ წავიდა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე