ჯინ შაჰინი და მაიკ ტურნერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხდნენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტურნერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი წინასაარჩევნო პერიოდსა და რუსული კანონის გამოწვევებს შეეხებოდა.

ამერიკელი კანონმდებლები 4 არასამთავრობო ორგანიზაციას ესაუბრნენ.

"საუბარ შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს, იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს რუსული კანონი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. ამაზე იყო საუბარი. რაზეც ისაუბრეს მათ იყო ის, რომ ისინი არიან აქ, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს არ მიატოვებენ მათ ბრძოლაში", - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ მსგავსი ვიზიტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"ეს ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესაა ორპარტიული მხარდაჭერა და ამას შეხვედრაზე ხაზი გაესვა", - აღნიშნა დოლიძემ.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტურნერი საქართველოში ოფიცილური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს. 

ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.