ბაკურციხე-წნორის ახალი გზა გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მაგისტრალური გზების მშენებლობა სამჯერ გაიზარდა.

მისივე თქმით, გზის გახსნის შემდეგ, ავტოტრანსპორტი აღარ იმოძრავებს მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელში, რაც უზრუნველყოფს ამ დასახლებების განტვირთვას.

„დღეს იხსნება – ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი გზის მონაკვეთი. ამ გზით ისარგებლებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კონკრეტულად კახეთის მხარის, ამ კუთხის მოსახლეობა, ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონის სტუმრები და ყველას მინდა, მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. 2021 წელს, ბიუჯეტის დაფინანსებით, დავიწყეთ კახეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. შარშან ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ამ მონაკვეთის 4 კმ; სხვა მონაკვეთებზე მაღალი ტემპით მიმდინარე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა, სადაც ავტოტრანსპორტი უკვე დღეს დაიწყებს მოძრაობას, სწორედ ამ მაგისტრალისა და ზოგადად, საერთაშორისო საგზაო მარშრუტის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია – ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი საფარით, გარე განათების სისტემითაა უზრუნველყოფილი გზის ეს მონაკვეთი და რაც მნიშვნელოვანია, პირველად არის გამოყენებული ენერგოეფექტური მზის პანელები გზის ამ მონაკვეთზე. მნიშვნელოვანია, რომ გზის გახსნის შემდეგ, ავტოტრანსპორტი აღარ იმოძრავებს მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელში, რაც უზრუნველყოფს ამ დასახლებების განტვირთვას. ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის. შეგახსენებთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მაგისტრალური გზების მშენებლობა 3-ჯერ გაიზარდა, ტემპები სამჯერ არის გაზრდილი – თუ 2012 წლისთვის აშენებული იყო 68 კმ, 2012 წლიდან დღემდე აშენებულია 232 კმ მაგისტრალური გზა; მხოლოდ წელს ჯამში 90 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნება. ეს იმაზე მეტია, ვიდრე 2012 წლამდე, მთელი იმ წლების განმავლობაში აშენდა და გაიხსნა,“- განაცხადა პრემიერმა.