ცნობილი გახდა NBA-ს ახალი სეზონის განრიგი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გამოაქვეყნა 2024-25 წლების სეზონის ძირითადი თარიღები.

რეგულარული ჩემპიონატი დაიწყება 22 ოქტომბერს. ამ დღეს გაიმართება რეგულარული ჩემპიონატის ორი მატჩი: ნიუ იორკი-ბოსტონი და მინესოტა-ლეიკერსი.

12 ნოემბერს დაიწყება NBA-ს შიდასასეზონო ტურნირი, რომლის ფინალი გაიმართება 17 დეკემბერს. ეს იქნება სეზონის ერთადერთი მატჩი, რომელიც არ შევა რეგულარული ჩემპიონატის ჩათვლაში.

ყველა ვარსკვლავის უქმეები 14-16 თებერვალს სან ფრანცისკოშია დაგეგმილი.

რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება 13 აპრილს. 15-18 აპრილს გაიმართება პლეი ინის მატჩები. პლეი ოფი 19 აპრილს დაიწყება.