კონკრეტულ სახელებს ვერ დავასახელებ, ვინაიდან სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია-მეთიუ მილერი სავიზო შეზღუდვებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კონკრეტულ სახელებს ვერ დავასახელებ, ვინაიდან სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა.

„ჩვენ, როგორც წესი, არ ვაცნობებთ იმ პირებს, ვისაც შეზღუდვები უწესდებათ, მაგრამ ისინი ამას გაიგებენ, თუ შეეცდებიან შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

„ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვებისთვის ათობით ქართველი პირისთვის. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.