აშშ-მა სანქციები დაუწესა 30-მდე პირს - ხელისუფლების წევრებს, ოჯახის წევრებს, ძალოვნებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციას უწესებს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში შეეხება ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.

კითხვაზე უშუალოდ რამდენ ადამიანს შეეხებოდა სავიზო შეზღუდვა, მილერმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა და თქმა, რომ 20-30 ადამიანს. გარდა ამისა, მას კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია.

"დღეს ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველო ინდივიდის მიმართ. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი და თანამონაწილეები, ასევე მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, თავისუფალი შეკრების უფლებას, გამოხატვის უფლებას, ძალადობრივად თავს ესხმოდნენ დემონსტრაციების მშვიდობიან მონაწილეებს, ზეწოლას ახდენდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

სავიზო მიმოსვლის ეს პირველი პაკეტი მოიცავს ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და კერძო პირებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. თუ ასე არ მოხდება, აშშ-მ მზად არის გადადგას დამატებითი ნაბიჯები. ", - თქვა მილერმა.

მასალა ახლდება