40 წელზე მეტია, რაც პუტინს ვიცნობ და 40 წელია მაწუხებს, ის არ არის წესიერი ადამიანი, ის არის დიქტატორი - ბაიდენი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გადაცემასა და იმ ნებართვაზე, რომელსაც კიევს ამ იარაღის გამოსაყენებლად აძლევენ. ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინას უფლება აქვს დაარტყას საზღვრის მიღმა არსებულ რუსულ პოზიციებს, საიდანაც მნიშვნელოვანი შეტევების მოგერიება უწევთ.

"მე 40 წელზე მეტია, რაც პუტინს ვიცნობ და 40 წელია, რაც მაწუხებს ის. ის არ არის წესიერი ადამიანი, ის არის დიქტატორი და ცდილობს თავის ქვეყანაზე გავლენა შეინარჩუნოს და თან განაგრძოს ომი უკრაინაში. ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინელებისთვის იარაღის მიცემაზე, რათა მათ მოსკოვს დაარტყან, კრემლს დაარტყან, არამედ ვაძლევთ ნებართვას, რომ საზღვრის მიღმა არსებულ რუსულ პოზიციებს დაარტყან, საიდანაც მნიშვნელოვანი შეტევების მოგერიება უწევთ." თქვა ბაიდენმა.