„ნაციონალები“ ბიუჯეტს ხარჯავდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე 582 ოჯახისთვის, რომელთაც დღემდე უწევდათ რთულ პირობებში ცხოვრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პრობლემა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა, რომელიც ეტაპობრივად გვარდება.

 

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე 582 ოჯახისთვის, რომელთაც, დღემდე, უწევდათ რთულ პირობებში ცხოვრება. დღეს, 582 ოჯახს გადაეცა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. რაც შეეხება კრიტერიუმებს, 12 ძირითადი კრიტერიუმი განისაზღვრა, მათ შორის, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და სწორედ, ამ კრიტერიუმების მიხედვით გადაეცემა 582 ოჯახს აშენებული ბინები. თქვენ იცით, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ეტაპობრივად გვარდება, 582 ოჯახი ახლა იღებს ბინას.

ნაციონალური მოძრაობის დროს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს მაჩვენებელი 435 000-მდე ჩამოგვეყვანა, თუმცა 2012 წელს, სიღარიბის მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი და სწორედ, ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის პრობლემა, რომელიც მემკვიდრეობად დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ. ჩვენი მემკვიდრეობა არის 582 ბინა, რომელიც საკუთარი ხარჯით ააშენა სახელმწიფომ, რათა დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეებს. ეს ბიუჯეტი ადრეც არსებობდა, თუმცა მას „ნაციონალები“ ხარჯავდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ესაა განსხვავება წინა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.