საქართველო ღირებული პარტნიორია - მივესალმები საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერას - სტოლტენბერგი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

"საქართველო ღირებული პარტნიორია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერას. ასევე იმედი მაქვს, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობის გზაზე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.