21 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

21 თებერვალი არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაგვიტოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით.

„მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ პრინციპებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და შესაბამისად, ეს იყო ის დოკუმენტი, რომელმაც შექმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ უკვე 90-იანი წლებიდან ჩვენი კონსტიტუციონალიზმი განვითარებულიყო სწრაფი ტემპით და დაეფუძნებოდა ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ახალი ეტაპი ძალიან მყარ ღირებულებებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით“, - განაცხადა პრემიერმა.