როგორ უნდა დაისაჯონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მკვლელები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 ოკუპირებულ გალში სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. მილიციელებმა საქართველოს მოქალაქე, თემურ კარბაია მოკლეს. მოკლული მამაკაცის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვსცხედარი სახლში გადაასვენეს და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სხეულზე მიყენებული დაზიანებები უმძიმესია.

ძვლები დამტვრეული აქვს, გვერდები, რა ვიცი, განადგურებულია... გუშინ კომაში იყო და გარდაიცვალა. დაისაჯოს ყველა, ვინც ეს გააკეთა“, - ამბობს ოჯახის წევრი

მომხდარ დანაშაულს გამოეხმაურა სუს-იც, რომელიც ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს, თუმცა არ ადასტურებენ კარბაიას დაკავების მცდელობას.

43 წლის მამაკაცის მკვლელობაში სამი ე.წ. მილიციელია მხილებული. გავრცელებული ინფორმაციითსაოკუპაციო რეჟიმის მსახურმა ძალოვანებმა საქართველოს მოქალაქე ქუჩაში სასიკვდილოდ სცემეს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციითვე, ოკუპირებული აფხაზეთის .. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე „შესაბამისი სამსახურები გამოძიებას აწარმოებენ“.

გამოცემააიაშარასცნობით, .. შსს- ინფორმაციით, 6 დეკემბერს, გალის რაიონისშინაგან საქმეთა სამმართველოშიშევიდა შეტყობინება, რომ გალის საქალაქო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გამვლელებს შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

შემოსულ სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების შედეგად, 1979 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ვიტალი კარბაია პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში გადაიყვანეს“.

ოკუპირებული აფხაზეთის .. შსს- მტკიცებით, გალის რაიონის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილმა კარბაიამ საკუთარი თავის დაზიანება სცადა, რის გამოც, სამედიცინო ჩარევის მიზნით, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

.. უწყების ცნობით, 7 დეკემბერს, დილით, „პრევენციული საუბრის შემდეგ“, კარბაია გაათავისუფლეს“.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის .. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 9 დეკემბერს, კარბაია სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც წინა დღით, გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს...

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა გორის მკვიდრი თამაზ გინტური მოკლა... ასეთ დროს, ჩნდება კითხვა: რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მხრიდან იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სამართლიანობა აღსრულდეს?

„ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:

 

- პირველ რიგში, უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ამ საკითხის გატანა გაერო-ს შესაბამის სესიაზე. უნდა მოხდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევა, რადგან ეს არის ეთნიკური გენოციდის ფაქტები და ამაზე უნდა გააკეთოს ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკმაოდ მკაცრი რეაგირება. საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მივმართოთ, რომ ეს ბერკეტები გამოვიყენოთ იმიტომ, რომ სხვა ბერკეტები, ამ შემთხვევაში, არ გვაქვს.

უნდა ავამოქმედოთ ჟენევის მოლაპარაკების მექანიზმი და მოვითხოვოთ სასწრაფოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, რადგან ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა და არაა ჩვეულებრივი სოციალურ ნიადაგზე განხორციელებული ფაქტი. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და არ აქვს მნიშვნელობა, ამას რომელი ჩაიდენს - საქართველოს თუ აფხაზეთის ე.წ. შსს-ს წარმომადგენელი, რადგან აფხაზეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის ქვეშ, თუნდაც ფორმალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვქონდა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ასეთი რეაქცია, მსგავსი უნდა გვქონდეს აფხაზეთის დე ფაქტო, ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართაც. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ უნდა გავაგებინოთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. უნდა მოხდეს არასამთავრობო სექტორის ჩართვა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე უნდა დავსვათ ეს საკითხი. არა მარტო ევროპის, დასავლეთის, არამედ, ევრაზიის მიმართულებითაც, იგივე, ყაზახეთის, აზერბაიჯანის - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ვინც არიან, ევრაზიის სივრცეში.

მესამე საკითხი ისაა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდში იყო ასიმეტრიული ტიპის მოძრაობების შექნა, რაც სააკაშვილმა ძირშივე ამოთხარა და ეს ბერკეტი გამოგვეცალა ხელიდან.

როცა შევარდნაძის დროს, კავკასიის სამშვიდობო ბიუროს მრჩეველი ვიყავი, გავაკეთეთ დოკუმენტი, სადაც გვქონდა ასიმეტრიული ქმედებების განხორციელება. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მოიწონა  და ამან გაამართლა, რადგან ჩვენ გვქონდა ადეკვატური რეაგირება გათავხედებული და ბანდიტური ჯგუფების მიმართ, რომლებიც გალში ახორციელებდნენ ქართული მოსახლეობის გენოციდს. აქ რუსები ვერ შემოგვედავებიან, რადგან იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე.

- ოპოზიცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ამოქმედებაზე საუბრობს, რას იტყვით ამის შესახებ?

- ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ავამოქმედოთ და სანქციები გამოვაცხადოთ... თუმცა, ასეთი ტიპის გარეწრებისთვის სანქციები კოღოს ნაკბენს ჰგავს! ისინი არც აპირებენ დასავლეთში ვოიაჟებს. ვფიქრობ, რომ ასეთი სანქციების სია საქართველომ უნდა გააკეთოს ევრაზიულ სივრცეშიც, ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებთან - ყაზახეთში, აზერბაიჯანში რომ არ შეუშვან ეს ადამიანები.

მაგალითად, რუსეთს ასეთი სია აქვს გადაცემული სომხეთისთვის, რომ არ შეუშვან ანტირუსული ქმედებების განმახორციელებელი ადამიანები. მეც ამ სიაში ვარ და სომხეთსა და ბელორუსში ამიტომ არ მიშვებენ. ბელორუსსა და რუსეთში ისედაც არ ვაპირებ წასვლას, მაგრამ სომხეთში არ შემიშვეს წინა რეჟიმის პერიოდში. ასეთი სიები უნდა მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს ევრაზიაში, ჩინეთში, რადგან იქაც შეზღუდონ და არ შეუშვან საკუთარ ტერიტორიაზე ეს ადამიანები.

 

 

 

ავტორი-თათია გოჩაძე