მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ ითამაშებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასული კვირის დასაწყისში, „მილუოკი ბაქსმა“ ჩვენთვის მოულოდნელი განცხადება გაავრცელა. NBA-ს კლუბი საქართველოს ნაკრების კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს დაემშვიდობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ ელოდა, მაგრამ კლუბმა ასე გადაწყვიტა და კონტრაქტიც გააუქმა. სოლ რაღაც ორიოდე დღეში, მამუკელაშვილი „სან ანტონიო სპურსმა“ დაიმატა, თანაც, ბევრად გაუმჯობესებული კონტრაქტით.

შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩია და მისი ხელმძღვანელობით მუშაობა, ქართველ კალათბურთელს ძალიან წაადგება. ჰოდა, როცა გვეგონა,  რომ პოპოვიჩი მამუკელაშვილს 7-10 დღეს მაინც მისცემდა ახალ კლუბში ადაპტაციის გასავლელად, პირველივე შეხვედრაში მოედანზე შეუშვა და თან მთელი 16 წუთი ათამაშა. მართალია, „სან ანტონიო“ „ჰიუსტოთან“ 110:122 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ახალწვეულმა ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. მან ფარისკენ ორჯერ ისროლა, ორივეჯერ 3-ქულიანის პერიმეტრიდან და ორივემ მიზანს უწია. სანდრომ შეხვედრა 6 ქულით, 2 მოხსნით და ერთი დაკარგვით დაასრულა, რაც დებიუტისთვის ურიგო ნამდვილად არაა.