ისლანდიამ მარცხი უფულობას დააბრალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. მართალია, ჩვენმა ბიჭებმა ბოლო შეხვედრაში ისლანდიასთან შინ მარცხი განიცადეს, მაგრამ მხოლოდ 3 ქულით წააგეს, რაც პლანეტის უძლიერეს ნაკრებთა ტურნირზე გასასვლელად ეყოთ. ისლანდიის ნაკრების კალათბურთელების მიმართ, ადგილობრივ გულშემატკივარს პრეტენზია არ ჰქონია, აი, ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია კი კრიტიკის ქარ-ცეცლხში გაატარეს და რეიკიავიკში, ფედერაციის ოფისის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს.

„ხმამაღლა ვიტყვი იმას, რისი თქმაც არ მსურდა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ სახელმწიფო კალათბურთისთვის საკმაარის ფულს არ გვაძლევს. თქვენ იცით, რამდენი დახარჯა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მხოლოდ შენგელიას ჩარტერებში? თორნიკეს ევროლიგაზე ჰქონდა მატჩი, მას ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაიქურავა, რათა არ დაღლილიყო, ნიდერლანდებში ნაკრებს დაეხმარა, მერე იტალიაში გაფრინდა, იქ კლუბში ითამაშა და მერე საქართველოში ჩამოფრინდა და ჩვენს წინააღმდეგ მოედანზე იყო. და ეს ყველაფერი ერთ დღეში. ქრთულმა მხარემ ამ ყველაფერში იმდენი თანხა დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში, სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ“,-განაცხადა ისლანდიის საკალათბურთო ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანეს იონსონმა.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენი დახარჯა ფედერაციამ ნაკრების კაპიტნის ჩარტერებში, მაგრამ ფაქტია, რომ თორნიკემ როგორც ნიდერლანდურ, ისე თბილისურ შეხვედრაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა და ის, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, კაპიტნის უდიდესი დამსახურებაა.

ბარემ ისიც ვთქვათ, რაც ამ ეტეპზე მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ვიცით. ტურნირი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სამ აზიურ ქვეყანაში - ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში გაიმართება. მასში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს. აი ისინიც:

ევროპა: საქართველო, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სლოვენია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ესპანეთი, იტალია, მონტენეგრო, სერბეთი.

აზია: იაპონია, ფილიპინები, ლიბანი, ჩინეთ, ირანი, იორდანია, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ამერიკა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ბრაზილია, მექსიკა, ვენესუელა, პუერტო რიკო, დომინიკის რესპუბლიკა.

აფრიკა: ეგვიპტე, ანგოლა, სამხრეთ სუდანი, კაბო ვერდე, კოტ დივუარი.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 29 აპრილს გაიმართება და 8 ქვეჯგუფში 4-4 ნაკრები გადანაწილდება. თითოეული ნაკრები 3 მატჩს გამართავს, რის შემდეგაც, ჯგუფში ორი საუკეთესო (სულ 16 ნაკრები) მომდევნო, ანუ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავა. უკვე ცნობილია, რომ A ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები, B ჯგუფის ორ საუკეთესო ნაკრებთან ახალ ჯგუფს შექმნის და ასე თანმიმდევრულად - C ჯგუფი D-სთან დაწყვილდება, E-F და G-H! ყოფილ თანაჯგუფელებს ერთმანეთში ნათამაშები მომდევნო ეტაპზე გადაჰყვებათ და შესაბამისად, ახალ ჯგუფში თითო ნაკრებს მხოლოდ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს. შემდეგ კი, ოთხივე ჯგუფის 2-2 საუკეთესო, ანუ ჯამში 8 გუნდი მეოთხედფინალში გავა.