ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ერთა ლიგა 2024/25 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება. ჩვენთვის საინტერესო B ლიგა იყო, ანუ ის, სადაც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს. იმის გათვალისწინებით, რომ A და B ლიგაში ევროპის უძლიერესი ნაკრებები არიან თავმოყრილი, სუსტ მეტოქეებთან მოხვედრის იმედი არ გვქონდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მაინც გაგვიმართლა და ისეთი ნაკრებები გვერგო, რომლებთანაც საბრძოლო თამაშები იქნება და მოგება როგორც შინ, ისე სტუმრად, ყველასთან შეიძლება. მოკლედ, ერთა ლიგის 2024/25 წლების წილისყრის შედეგები ასეთია B ლიგა ასე გამოიყურება:

A ლიგა

I ჯგუფი

ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია

II ჯგუფი

იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი

III ჯგუფი

ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია-ჰერცოგოვინა

IV ჯგუფი

ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი

B ლიგა

I ჯგუფი

ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო

II ჯგუფი

ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი

III ჯგუფი

ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი

IV ჯგუფი

უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი

C ლიგა

I ჯგუფი

შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი

II ჯგუფი

რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა ან გიბრალტარი

III ჯგუფი

ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია, ბელორუსი

IV ჯგუფი

სომხეთი, ფარერები, ჩრდ. მაკედონია, ლატვია

D ლიგა

I ჯგუფი

ლიეტუვა ან გიბრალტარი, სან მარინო, ლიხტენშტეინი

II ჯგუფი

მოლდოვა, მალტა, ანდორა

I ტური - 5/7 სექტემბერი

II ტური - 8/10 სექტემბერი

III ტური - 10/12 ოქტომბერი

IV ტური - 13/15 ოქტომბერი

V ტური - 14/15 ნოემბერი

VI ტური - 17/19 ნოემბერი

პლეი-ოფების წილისყრა: ნოემბრის ბოლოს

პლეი-ოფები: 20/25 მარტი, 2025 წელი

A ლიგის ¼-ფინალები: 20/25 მარტი, 2025 წელი

ოთხთა ფინალი: 4/8 ივნისი, 2025 წელი

აქვე იმასაც გეტყვით, რომ, საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგა ყველაზე წარმატებული ტურნირია. ეს ერთადერთი ტურნირია, სადაც ჩვენს გუნდს დადებითი ბალანსი აქვს (ასეთი ბალანსი ამხანაგურ მატჩებშიც კი არ გვაქვს). საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე 18 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 11 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და ერთადერთხელ დამარცხდა. ბურთების შეფარდება 34:11-თან. ტურნირის ბომბარდირი ქართველთაგან ხვიჩა კვარაცხელიაა (6 გოლი), ხოლო ნიკა კვეკვესკირი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრების რიგებში ყველა, 18 მატჩი ითამაშა.