კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო სერიოზული უთანხმოებაა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია არამარტო კლუბში, არამედ მთელ იტალიაში, ერთ-ერთი ვყელაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ის წლიურად 1.2 მილიონ ევროს იღებს, რაც მისი კალიბრის მოთამაშისთვის ძალიან, ძალიან ცოტაა. კარგა ხანია, როგორც ექსპერტები, ისე ჟურნალისტები, საუბრობენ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველისთვის ხელფასის მომატებას ფიქრობს, მაგრამ აშკარად არ ჩქარობს. ბევრს მიაჩნია, რომ კვარას არასტაბილური თამაში მიმდინარე სეზონში სწორედ დაბალი ჯამაგირის ბრალია, რადგან მან კარგად იცის, რომ სათადარიგო ფეხბურტელებსაც კი, მასზე ორჯერ მეტი ანაზღაურება აქვთ.

ჰოდა, აგერ, კლუბსა და ფეხბურთელის მენეჯერს შორის მოლაპარაკება დაიწყო და მალევე დასრულდა. იტალიური მედია ამტკიცებს, რომ მხარეები ვერ თანხმდებია - დე ლაურენტისი მზად არის, კვარაცხელიას წლიურად 4 მილიონი ევრო გადაუხადოს, მაშინ, როცა ქართული მხარის მოთხოვნა წლიურად 7 მილიონია. მართალია, ჯერჯერობით ორივე მხარე უარყოფს, რომ ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებაა, მაგრამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ლონდონის „არსენალი“ ფიქრობს და მზადაა, ზაფხულში ქართველ იფეხბურთელი ნისლიანი ალბიონის გზას გაუყენოს. რეალობა კი ის გახლავთ< რომ თუ კვარაცხელიას ხელფასს არ გაუზრდიან, ის გუნდიდან აუცილებლად წავა, მითუმეტეს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაახალგაზრდავებას აპირებს და სავარაუდოდ, არც ისეთი ამბიციური მიზნები ექნება.

რაც შეეხებაჩვენებურის ასპარეზობას. იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, „ნაპოლი“ „ვერონას“ მასპინძლობდა და შეხვედრის მიწურულს, მაშინ, როცაანგარიში 1:1 იყო, კვარამ საჯარიმოს გარედან, ულამაზესი დარტყმით, ბურთი ცხრიანში ჩასვა და საკუთარ გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა. კვარა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ეს არამხოლოდ გოლის გამო. მთელი შეხვედრის განმავლობაში, მეტოქეს ყველაზე მეტ პრობლემას, სწორედ ქართველი შემტევი უქმნიდა. 11 თებერვალს, „ნაპოლი“ „მილანს“    ესტუმრება, 17-ში საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ მიიღებს, 22 თებერვალს კი, კვარაცხელიას და მის გუნდს, ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ დაპირისპირება ელით.