დაძაბულობის პიკი ნეაპოლში - გულშემატკივრები ჩარევას დე ლაურენტისს სთხოვენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რას გადაწყვეტენ კვარაცხელია და ოსიმენი?

იტალიურ „ნაპოლის“ საქმეები კარგად აშკარად არ მისდის. გუნდი ძალიან ცუდ ფეხბურთს აჩვენებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ახლოვდება, დროა, კლუბის ხელმძღვანელობამ განგაშის ზარებს შემოჰკრას. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გუნდის მთავარი შემტევი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასზე სათამაშოდ წავიდა და იქ ნიგერიის ეროვნული გუნდისთვის იღწვის. მანამდე კი, იტალიასა თუ საქართველოში საინტერესო საქმეები ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა და მისმა კოლეგამ, ოსიმენის აგენტმა დატრიალეს.

„თქვენ რაქ გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება „ნაპოლიში“ ითამაშებს? მაშინ მე წინასწარ გეტყვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში არ წავა, ხვიჩა წავა „რეალი“, „ბავარია“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ სიტი“... ამ კლუბებს სიტყვაზე გეუბნებით. ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემთ იყოს და ასეც იქნება“,-ეეს განცხადება ქართული მედიისთვის კვარას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა გააკეთა.

„ყველა საკუთარი სახლისკენ უნდა იყურებოდეს და სხვის შრომას პატივი სცეს. სხვა მოთამაშეების მომავალზე საუბარი არასწორია. ეს პრობლემებსა და გაუგებრობას ქმნის. მისი სიტყვები მიუღებელია. ჯუღელის განცხადებამ ჩემს კლიენტს ყოველგვარი მიზეზის გარეშე პრობლემები შეუქმნა. ჩვენ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ახლახან გავახანგრძლივეთ, ვიქტორის ერთადერთი სურვილი კლუბის დახმარებაა“,-ეს განცხადება ოსიმენის აგენტს, რობერტო კალენდას ეკუთვნის, მაგრამ გვერწმუნეთ, ბევრად საინტერესო უშუალოდ ნიგერიელი ფეხბურთელის განცხადებაა.

„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო, ჩემი სახელი აღარ ახსენო“,-განაცხადა ოსიმენმა.

ჰოდა, ახლა გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს სთხოვენ, რომ საქმეში ჩაერიოს და როცა ოსიმენი აფრიკიდან დაბრუნდება, ის და ხვიჩა ერთმანეთს მშვიდ გარემოში შეახვედრონ, რათა რაიმე გაუგებრობა ფეხბურთელებს შორისაც არ მოხდეს, რაც ისედაც მძიმე დღეში მყოფ კლუბს, კიდევ უფრო დააზიანებს. დეე ლაურენტისმა პირობა დადო, რომ პრობლემის მოგვარებაში პირადად ჩაერთვება და... ისე, კვარა ერთადერთია, რომელსაც მომხდარზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.