მიქაუტაძის დებიუტი და დასანანი მარცხი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი მიქაუტაძე ძველ კლუბს დაუბრუნდა. „აიაქსში“ არც თუ წარმატებული პერიოდის შემდეგ, ამსტერდამულმა კლუბმა, ზაფხულში 16 მილიონად „მეცისგან“ ნაყიდი ფორვარდი, კვლავ ფრანგულ კლუბში გაანათხოვრა საბოლოო გამოსყიდვის უფლებით და ისე ჩანს, ფრანგები ამას შეეცდებია, საქმე ისაა, რამდენად ისურვებს თავად ფეხბურთელი „მეცში“ კარიერის მომავალში გაგრძელებას.

კუბს არასახარბიელო დრო უდგას, გასავარდნ ზონაშია და თუ დაქვეითდება, გვეეჭვება, ქართველმა იქ დარჩენა ისურვოს. აი, უძლერესთა სორის ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში, მიქაუტაძე წინააღმდეგი არ იქნება, თუ მისი კლუბი კონტრაქტს გამოისყიდის. გიორგის დებიუტი უშუალო კონკურენტ „ტულუზასთან“ შეხვედრაში შედგა და „მეცი“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა. გიომ მოედანზე 90 წუთი გაატარა და თანაგუნდელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, თუმცა ორი მომენტი გაუცუდდა. ამ მარცხის შემდეგ, გუნდი მე-16 ადგილამდე დაქვეითდა და ახლა მათთვის ყველა ქოლას ორქოს ფასი აქვს.