კვარაცხელიამ ახალი მწვრთნელი გოლით გაიცნო - საზონოვი ნიღბით ითამაშებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში, ბერგამოს „ატალანტამ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა. სტუმრები ახალი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით, პირველ შეხვედრას ატარებდნენ და რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა, რომელ პოზიციაზე ათამაშებდა ახალი თავკაცი ხვიჩა კვარაცხელიას. ამას გარდა, ჩვენებურსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ მასზე შემთხვევით არ საუბრობენ ამდენს და აკი მოახერხა კიდეც - შეხვედრის პირველი გოლი სწორედ ხვიჩას თავურის შედეგად გავიდა. ისე, იტალიურ კარიერაში, კვარაცხელიამ თავით მხოლოდ მეორედ გაიტანა. შეხვედრა კი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა ამ მოგებით ლიდერთა სამეულში შეაბიჯა. ცნობისთვის, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აურელიო დე ლაურენტისი, კვარაცხელიას ხელშეკრულების გაგრძელებას იანვარში, 2029 წლამდე შესთავაზებს და ჯამაგირს 4.4 მილიონ ევრომდე გაუზრდის.

რადგან იტალიის პირველობაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ „ტორინოსა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა საზონოვმა ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა და დამცავი ნიღბით ვარჯიშობს, ხოლო თუ მწვრთნელი მოდანზე შეუშვებს, იქაც დამცავი ნიღბით იქნება. როგორც ირკვევა, საბას ცხვირის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა მას შემდეგ, რაც მან 16 ნოეემბერს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იასპარეზა და ოპერაციის გაკეთბაც ამიტომ გადაწყდა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე