მორაგბეებს ინგლისელი გაწვრთნის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი, ლევან მაისაშვილი თანამდებობიდან წავიდა. უფრო ზუსტად კი, მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა ფედერაციასთან შეთანხმებით, ახალი თავკაცის დანიშვნამდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კვლავ მაისაშვილი ასრულებს.

ჰოდა, ახლა ირკვევა, რომ „ბორჯღალოსნების“ თავკაცად ინგლისელი სპეციალისტი, რიჩარდ კოკერილი ინიშნება და მასთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. სხვადასხვა დროს, კოკერილი „ლესტერ ტაიგერზს“, „ედინბურგს“, „ტულონსა“ და „მონპელიეს“ წვრთნიდა. რაც შეეხება სანაკრებო გამოცდილებას, 2021-23 წლებში, ინგლისის ნაკრებში, ის შერკინების მწვრთნელი გახლდათ.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე