მესიმ ფლორიდაში ახალი სახლი იყიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფლორიდაში, ფორტ ლოდერდეილის ბინადრებს ახალი მეზობელი ჰყავთ. ლიონელ მესიმ 10.8 მილიონ დოლარად ზღაპრული ვილა შეიძინა და მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, სწორედ იქ იცხოვრებს. მესის ახალი სახლი სანაპიროზე მდებარეობს, აქვს ორი დოკი - ნავებისა და იახტებისთვის, დიდი აუზი, ათი საძინებელი, დიდი ავტოფარეხი - რამდენიმე ავტომობილისთვის.

მართალია, მთლიანად ტერიტორია მხოლოდ 1000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული, მაგრამ ეს უბანი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და ესეც არ იყოს, აღნიშნული ვილა არ არის ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც ლეოს მაიამიში აქვს. მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი მაიამიში, „პორშე დესინგ თაუერში“ აქვს, რომელშიც 2018 წელს, ლეომ 8 მილიონი გადაიხადა, ახლა კი ამ უძრავი ქონების ფასი 15 მილიონს აჭარბებს. „პორშე დესინგ თაუერის“ ყველაზე საინტერესო და გამორჩეული დეტალი ავტომობილებისთვის განკუთვნილი ლიფტია, რომლითაც ადამიანს... პირდაპირ ბინაში შეუძლია ასვლა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე