საქართველოს ნაკრებმა ვენესუელაც დაამარცხა და ბრძოლას მეორე ეტაპზე განაგრძობს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი მოიგო. კაბო ვერდეს მსგავსად, ჩვენმა გუნდმა ვენესუელაც დამაჯერებლად დაამარცხა და დამსახურებულად გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე. 70:59 – ასეთი იყო საქართველოსა და ვენესუელის მატჩის საფინალო შედეგი.

მომდევნო ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს გერმანიასა და ავსტრალიასთან. ეს ორი გუნდი E ჯგუფიდან გავიდა, საქართველო და სლოვენია – F ჯგუფიდან. ამ ოთხი გუნდიდან კი 1/4 ფინალში ორი ითამაშებს. მათ პირველ ეტაპზე მოგროვილი ყველა ქულა გადაჰყვათ.

რაც შეეხება საქართველოსა და ვენესუელის დაპირიპირებას. მატჩის სურათი წინასწარ ცხადი იყო: სამხრეთამერიკელები სამქულიანებით ეცდებოდნენ ფონს გასვლას, რადგან ქართველ წინახაზელებთან საბრძოლველად სათანადო რესურსი არ გააჩნდათ. დანარჩენი უკვე ქართველებზე იყო დამოკიდებული – რამდენად კარგად შეძლებდნენ პერიმეტრის გადაკეტვას და ვენესუელის დაცვის გარღვევას.როგორ შეძლეს, ეს საფინალო ანგარიშიდანაც ჩანს. სამი პერიოდის განმავლობაში ვენესუელამ ხუთზე მეტი სამქულიანი ვერ ჩააგდო. მათ საქართველოს ნაკრების კალათბურთელების შეჩერება უჭირდათ და ჯარიმას ჯარიმაზე იღებდნენ.

რაც მთავარია, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს მიეცა საშუალება, კალათბურთელებზე დრო თანაბრად გადაენაწილებინა და მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მათი ენერგია დაეზოგა.