„ბარსელონამ“ დემბელე 50 მილიონად მოიშორა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც 2017 წელს, უსმან დემბელე დორტმუნდის „ბორუსიადან“ „ბარსელონაში“ გადავიდა, კატალონიური კლუბის გულშემატკივრები მუდმივად ამბობდნენ, რომ ეს ტრანსფერი არ იყო გამართლებული და დემბელე, რაც შეიძლება, მალე უნდა გაეყიდათ. არადა, როგორი საქმეა, „ბარსამ“ ფრანგის სანაცვლოდ, 135 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც პატარა თანხა ნამდვილად არ არის, მაგრამ გაუთავებელი ტრავმების გამო, ფეხბურთელი, პრაქტიკულად, არ თამაშობდა. თავად განსაჯეთ, ექვსი სეზონის განმავლობაში, დემბელემ ყველა ტურნირზე 35 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა ანუ მისი თითო გოლი, კატალონიურ კლუბს 16.8 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჰოდა, როგორც იქნა, „ბარსამ“ მუდმივად ტრავმირებული ფეხბურთელი მოიშორა და ის „პარი სენ ჟერმენს“ მიჰყიდა. სანამ ტრანსფერი განხორციელდებოდა, დემბელე პარიზულმა კლუბმა თხემით ტერფამდე შეამოწმა და დასკვნა დადო, რომ ის ჯანმრთელია. მის სანაცვლოდ, კატალონიური გრანდი 50.4 მილიონ ევროს მიიღებს ანუ მხოლოდ ტრანსფერში, „ბარსა“ 85 მილიონს იზარალებს. ამას დაუმატეთ ფეხბურთელისთვის ევქსი წლის განმავლობაში გადახდილი 100 მილიონ ევროზე მეტი და მიხვდებით, როგორი ზარალი ანახა კლუბს ერთმა კონკრეტულმა მოთამაშემ.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე