ნადალი კარიეას 2024-ში დაასრულებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩოგბურთის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, რაფაელ ნადალი კარიერას 2024 წელს დაასრულებს. ამის შესახებ, მან პრესკონფერენციაზე განაცხადა და ისიც დაამატა, რომ ტრავმის გამო, წელს, „რონალ გაროსსა“ და „უიმბლდონზე“ მონაწილეობას ვერ მიიღებს. არადა, ბოლო წლებში, „როლან გაროსი“ ნადალის ტურნირადაა მონათლული (რაფა მოქმედი გამარჯვებულია) და მისი მოგება ესპანელმა, ყველაზე მეტჯერ - 14-ჯერ მოახერხა. ამას გარდა, მან „უიმბლდონსა“ და „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ ორ-ორჯერ იმარჯვა, ხოლო „ამერიკის ღია პირველობა“ ოთხჯერ მოიგო, 2008 წელს, ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგში იპირველა, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი, წყვილთა შორის მოიპოვა ოქროს მედალი.

„სამწუხაროდ, პატარა აღარ ვარ, 3 ივნისს, 37 წლის ვხდები და ვიცი, რომ ტრავმები და სხეული ბევრის გაკეთების შესაძლებლობას აღარ მომცემს. ზუსტად ვიცი, ჩემს კარიერაში, 2024 წელი ბოლო იქნება“, - განაცხადა ნადალმა.

ცნობისთვის, რაფას მამის ძმა, სერხი ნადალი „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო და დიდი სურვილი ჰქონდა, მისი ძმის შვილიც ფეხბურთელი გამოსულიყო, მაგრამ ნადალმა ხმამაღლა გამოაცხადა, რომ ის „რეალის“ ქომაგი იყო და თუ ოდესმე ფეხბურთს ითამაშებდა, აუცილებლად „სამეფო გუნდის“ მაისურს ჩაიცვამდა. ბიძამაც, მისი ოჯახის წევრი „ბარსას“ მოსისხლე „რეალში“ რომ არ წასულიყო, პატარა რაფა ფეხბურთზე საერთოდ არ მიიყვანა და აქტიური ბავშვი ჩოგბურთის სექციაში ჩაწერა... დანარჩენი უკვე ისტორიაა...

ავტორი: ბათო ჯაფარიძე