21-წლამდელები ევროპისთვის ემზადებიან

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, საქართველო ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს და შეიძლება ითქვას, დიდი ახალგაზრდული საფეხბურთო ზეიმი გველოდება. გულშემატკივარს ის აინტერესებდა, მოახერხებდნენ, თუ არა ის ფეხბურთელები 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშს, რომლებიც ახლა ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებული და კვიპროსისა და შტლანდიის ნაკრებებთან წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადებიან. როგორც ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა, რამაზ სვანაძემ განაცხადა, ეროვნული გუნდიდან ის ხუთ ფეხბურთელს დაიმატებს და ისინი გუნდს ჯგუფურ ეტაპზე, მეორე ტურის წინ, 22 ივნისს შეუერთდებიან. რაც შეეხება დანარჩენებს. სვანაძემ საბოლოო, 23-კაციანი განაცხადი 16 ივნისს უნდა წარადგინოს, მანამდე კი ნაკრებისთვის მზადებას 21-წლამდელი 35 ფეხბურთელი გაივლის. 21 ივნისს, ჩემპიონატს პორტუგალიასთან მატჩით ვხსნით. მაშ ასე, სვანაძის გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე („დინამო“, თბილისი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“), ნოდარ ყალიჩავა („სამგურალი“);

მცველები: ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (ყველა „საბურთალო“), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), მათე აბულაძე („სამტრედია“), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), საბა საზონოვი („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი);

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (ყველა „საბურთალო“), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოლონეთი), ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე (ყველა „სამგურალი“), გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა („დინამო“ თბილისი), ნიკა გაგნიძე („დილა“), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე („გაგრა“), ცოტნე ფაცაცია („შუქურა“);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი“, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („დინამო“ ბათუმი), ლადო ჩიხრაძე („სამგურალი“).

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ეს და სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ გაზეთში “ვერსია”