მიქაუტაძე ტრანსფერზე - ვინ გადაიხდის 20 მილიონს?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის უმააღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობა დაკარგა, რადგან პლეი-ოფში „სენტ ეტიენთან“ დამარცხდა. ქვედა ლიგაში ასპარეზობა კი გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალას, მიქაუტაძეს აღარ სურს და ეს კლუბშიც კარგად იციან. ზედ საპლეიოფო მატჩების წინ, „მეცმა“ მოახერხა და ქართველი ფორვარდი „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა, ახლა კი, მისი გასხვისება 20 მილიონად სურს. როგორც ანალიტიკოსები წერენ, „მეცს“ „აიაქსისთვის“ თანხა ჯერ გადახდილი არ აქვს და თუ გიოს არ გაყიდის, ვერც გადაიხდის. ამიტომ, მიქაუტაძე გუნდს აუცილებლად დატოვებს, მაგრამ...

„20 მილიონი ის თანხაა, რომელსაც ერთბაშად ხუთი ფრანგული კლუბი იხდის. მიქაუტაძის ხილვა საკუთარ რიგებში „მონაკოს“, „ლიონს“, „ლანსს“, „მარსელსა“ და „რენს“ სურთ, თუმცა „მეცი“ მოცდას ამჯობინებს, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია და თუ ჟორჟი იქ გაიბრწყინებს, მისი ფასი 20 მილიონზებევრად მეტი იქნება“, - წერს ფრანგული მედია.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე