ხანძრმა გრანადა-ვალენსია გადადო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წესითა და რიგით, 24 თებერვალს, ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ სტუმრად „გრანადასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ „ღამურების“ ხელმძღვანელობამ მატჩის გადადება მოითხოვა. საქმე ის გახლავთ, რომ ვალენსიაში ორი საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დღემდე დაკარულად ითვლება და მათ დანახშირებული შენობის ნანგრევებში ეძებენ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადატანაზე თანხმობა განაცხადა, რეგიონში კი სამდღიანი გლოვაა და სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

იმავე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26-ე ტურის ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება.