ჯიკიჩის წარუმატებელი სტარტი და ძალიან ცუდი ნაკრები

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საკალათურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დანიასთან შეხვედრით გახსნა. სიმართლე გითხრა,თ იმის მიუხედავად, რომ სტუმრად ვთამაშობდით, მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარტივი მოგების იმედი გვქონდა და პირველი პერიოდი მართლაც მარტივად, 23:12 მოვიგეთ, თუმცა შემდეგ ავირიეთ, მომდევნო სამი პერიოდი წავაეთ და ჯგუფში უშუალო კონკურნტთან დავმარცხდით.

პრინციპში, მარციხიც არის და მარცხიც - საქართველოს ნაკრებს იმდენი წუნი ჰქონდა, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენს ბიჭებს რამდენჯერმე შეტევისთვის განკუთვნილი დრო უბრალოდ გაეპარათ და მსაჯმა ბურთი მასპინძლებს გადასცა. საქართელოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, ეს ალეკსანდრ ჯიკიჩისთვის პირველი შეხვედრა იყო და დებიუტი წარმატებული აშკარად არ გამოუვიდა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები თბილისში, სერბეთთან გამართა და თუ ისევ ასე იასპარეზებს, გვერწმუნეთ, სერბები სამარცხვინოდ მოგვიგებენ.