ილია თოფურიამ ქამარი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარადგინა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

UFC-ში პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ საჩემპიონოქამარი მადრიდელ გულშემატკივარს წარუდგინა. მოგეხსენებათ, ილია ესპანეთის და საქართველოს სახელით ჩხუბობს და გულშემატკივარი ორივე ქვეყანში მრავლად ჰყავს.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „რეალმა“ „სევილიას“ უმასპინძლა და მატჩის დაწყებამდე, გადაჭედილი „სანტიაგო ბერნაბეუს“ მინდორზე თოფურია საჩემპიონო ქამრით გავიდა და ბურთთან პირველი სიმბოლური შეხებაც მან შეასრულა. შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქამრის დაცვისთვის მომდევნო შეხვედრის ჩატარება UFC-ს ორგანიზატორებს სწორედ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სთხოვა.