ირანის უშიშროების საბჭოს თანახმად, ქვეყანაში ბოლო თვეების გამოსვლების დროს 200 ადამიანი დაიღუპა, აქტივისტების ინფორმაციით - 459

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირანის უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 200 პირი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობა საბჭომ 3 დეკემბერს გაავრცელა.

„ამასწინანდელი არეულობების დროს 200 პირი დაიღუპა“, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების საბჭოს ცნობაში.

ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსი ახლახან 300 ადამიანის დაღუპვის შესახებ წერდა.

აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო, HRANA იტყობინება, რომ 29 ნოემბრის მონაცემებით, გამოსვლების დროს დაიღუპა 459 დემონსტრანტი, მათ შორის 64 არასრულწლოვანი.