როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებში

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც  მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის გატარება გვიწევს, ჩვენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 32°-ზე მაღალია, შესაძლებელია ბავშვს გაუწყლოების, გადაღლილობის ან მზის დაკვრის საფრთხე შეექმნას. ასევე სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები არიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს და ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები დაიცვათ ძლიერი სიცხისაგან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის. სიცხემ  შესაძლოა ბავშვებში გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები.

თუ მოზარდში, რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ აუცილებლად  დაუკავშირდით ექიმს.

  • სისუსტე
  • ძლიერი დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • ცხელება
  • ინტენსიური წყურვილი
  • შარდის შეკავება
  • გულის რევა
  • ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
  • დაბუჟება
  • კუნთების ტკივილი
  • კუნთების სპაზმი
  • ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)

თუ შეამჩნიეთ რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და დეპრესიულები.

გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში. არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.

უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერის და ჰაერგამტარი მასალისგან დამზადებული. ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 5 გრადუსით უფრო დაბალი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.

თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს. დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.

არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.

როგორ უნდა მოვემზადოთ ძლიერი სიცხის დროს?

  • იყავი ინფორმირებული ადგილობრივი ამინდის პროგნოზის შესახებ, და გეცოდინებათ, როდის უნდა გამოიყენო დამატებითი საშუალებები უკიდურესი სიცხის თავიდან ასაცილებლად.
  • ყურადღებით აკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობა.
  • შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა.
  • დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.
  • გაამხიარულეთ – მიეცით ფერადი ჭიქა საწოვარათი და შეახსენეთ, რომ წყალი დალიოს ხელების ყოველი დაბანის შემდეგ.
  • ეცადეთ სითხე გახადოთ გემრიელი – არომატული წყალი ნატურალური ხილის წვენით შესაძლოა უფრო მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის.
  • ეცადეთ უზრუნველყოთ ბვერი ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.

ავტორი: ანი სარდლიშვილი