რა სიმპტომები აქვს კლუბურ ნარკოტიკში გარეული „ფენტანილის“ ზედოზირებას

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაფერი მომაკვდინებელ ნარკოტიკზე - რატომ არ არსებობს საქართველოში ზედოზირების სტატისტიკა 

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, . კლუბური ნარკოტიკი საკმაოდ პოპულარულია და უამრავი ადამიანი მოიხმარს. ყველა კლუბური ნარკოტიკი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც ქიმიური შემადგენლობით, ისე - ჯანმრთელობაზე შესაძლო ზეგავლენით. მომხარებლებს მათი შეძენა არალეგალურად, შავ ბაზარზე უწევთ, სადაც შემადგენლობის გადამოწმების გზები თითქმის არ არსებობს. შესაძლოა, მყიდველი ფიქრობს, რომ MDMA იყიდა, მაგრამ გამორიცხული არაა, ნაყიდ მასალაში სხვა, მომაკვდინებელი ნივთიერებაც იყოს შერეული.

MDMA ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბური ნარკოტიკია მთელ მსოფლიოში. მისი მიღება იწვევს ერთგვარ ეიფორიას, ზრდის ემპათიას, მუსიკასა და კლუბში გამოყენებულ განათებას უფრო სასიამოვნოს ხდის, რადგან ადამიანის შეგრძნებებს ამძაფრებს, თუმცა ამ ნარკოტიკის მიღებას თავისი გვერდითი ეფექტებიც ახლავს. რამდენიმე დღის წინ, ორგანიზაციამანდალამგაავრცელა ინფორმაცია, რომ MDMA-ის ყველა ნიმუში შეიცავს „ფენტანილს“, რაც სასიკვდილოა

ასეთი სავალალო მდგომარეობა, ჩვენი ხუთწლიანი პრაქტიკის მანძილზე, არ გვახსოვს. საუბედუროდ, სულ რაღაც ბოლო კვირებში, უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით გამოწვეული მიზეზით.ფენტანილს“ აქვს 30 საათზე მეტხნიანი ზემოქმედება მაშინ, როდესაც MDMA-ი მოქმედება სამ-ოთხ საათს გრძელდება ანუ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოხმარების შემთხვევაში, როცა დილით, სტიმულატორისგან ფხიზელი ბრუნდები სახლში, ღამით მიღებული თუნდაც მცირე კონცენტრაციისფენტანილი“ ბოლოს ერთდროულად ზემოქმედებს ორგანიზმზე, ამას ემატება გადაღლილი და გამოფიტული ორგანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, ძლიერ მოდუნებასა და ძილიანობას იწვევს. სწორედ ამ დროს დგება ზედოზირებით გამოწვეული ნელი სიკვდილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა სიმპტომები ახასიათებს კლუბურ ნაროტიკში გარეულ მომაკვდინებელ ნივთიერებაფენტანილსდა როგორ უნდა მოვიქცეთ მისი გამოვლენის დროს? – „ვერსია“ დამოკიდებულებების კვლევითი ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიასწარმოამდგენელს, თაკო მღებრიშვილს ესაუბრა...

- თაკო, რა ტიპის ნივთიერებათა ჯგუფს მიეკუთვნებიან „მეტამფეტამინი“ და „ფენტანილი“ და როგორი მოქმედება ახასიათებთ?

- „ფენტანილი“ სინთეზური ოპიოიდია, რომელსაც ისეთი ტრადიციული ოპიოდური ნარკოტიკული საშუალებების მსგავსი მოქმედება აქვს, როგორიცაა, მაგალითად, „ჰეროინი“, თუმცა მასზე 50-100-ჯერ უფრო ძლიერი და გაცილებით უფრო სახიფათოა. „ფენტანილის“ მცირე დოზაც კი საკმარისია, რომ იგივე შედეგი მივიღოთ, რაც „ჰეროინის“ მოხმარებისას. აქედან გამომდინარე, ხშირად დგება ზედოზირების შემთხვევები, რაც სუნთქვის გაძნელებით იწყება.

რაც შეეხება „მეტამფეტამინს“, ეს საერთოდ სხვა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც სტიმულატორების ჯგუფის წარმომადგენელია და „ფენტანილის“ საპირისპირო ეფექტს იწვევს, კერძოდ, ენერგიის მოზღვავებას. მას, ძირითადად, საკლუბო სივრცეში მოიხმარენ. ბოლო დროს, ენერგიის მომაზღვავებელ ისეთ კლუბურ ნარკოტიკში, როგორიცაა MDMA, „ფენტანილის“ შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ მომხმარებლები და რადგან არ აქვთ წარმოდგენა, თუ რას იღებენ, კიდევ უფრო იზრდება ზედოზირების რისკი.

რაც შეეხება სიმპტომებს, თუ ნარკოტიკი შეიცავს „ფენტანილს“, მას ახასიათებს ძილიანობა, თვალების შევიწროებული გუგები და სუნთქვის უკმარისობა. ეს არის ძირითადი გამოვლინებები, რომლებითაც სტიმულატორის მომხმარებელი  უნდა მიხვდეს, რომ საქმე აქვს ოპიოდთან, რადგან სტიმულატორს ასეთი სიმპტომები არ ახასიათებს.

- თუ ფლობთ ინფორმაციას, ან როგორ ფიქრობთ, რატომ ურევენ ნარკოტიკების გამსაღებლები კლუბურ ნარკოტიკში ამ მომაკვდინებელ ნივთიერებას?

- ძირითადი მიზეზი დაბალი ფასი და გადაზიდვის სიმარტივეა, გარდა ამისა, მცირე დოზაც კი საკმარისია ბევრი  ადამიანისთვის, თუმცა ზუსტი მიზეზი, რა თქმა უნდა, უცნობია.

- სად შეიძლება გატესტოს მოქალაქემ ნარკოტიკი?

- საქართველოში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდალას“  აქვს ასეთი ტიპის მომსახურება და ორ ადგილზე ტესტავს ნარკოტიკს. ერთი ფესტივალებზე, სადაც აქვთ ხოლმე კარავი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და აიღოს რეაგენტ ტესტერები და მეორე - ცენტრში, რომელიც მდებარეობს თბილისში. ასევე, ამ ტესტერის ინტერნეტით გამოწერაც შეიძლება, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არ იყიდება.

- იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მიიღებს ნარკოტიკს, რომელშიც აღმოჩნდება სახიფათო ნივთიერება, როგორ უნდა მოიქცეს სიმპტომების დაწყებისას?

- ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც გატესტავენ, აღმოაჩენენ, რომ ნარკოტიკი „ფენტანილს“ შეიცავს და მაინც მიიღებენ, ან რაღაც მიზეზის გამო ვერ გატესტავენ, ამიტომ აუცილებელია, თან ჰქონდეთ „ნალოქსონი“, იგივე „ნარკანი“, რომელიც ოპიატების ზედოზირების ანტიდოტია, რაც ნიშნავს, რომ ანეიტრალებს ოპიატების ეფექტს და ამით შეიძლება გადავარჩინოთ სიცოცხლე. ასევე, გვერდით უნდა ჰყავდეს ისეთი ადამიანი, ვინც იცის, როგორ უნდა მოიქცეს ზედოზირების დროს.

- სამწუხაროდ, უმეტესობამ არ იცის, რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, თუ ადამიანს ზედოზირების სიმპტომები გამოუვლინდება?

- მას შემდეგ, რაც შეძლებენ ზედოზირების ნიშნების იდენტიფიცირებას, აუცილებელია, დარეკონ სასწრაფოში, თუ „ნალოქსონი“ აქვთ, გაუკეთონ კუნთში და დააწვინონ უსაფრთხო პოზაში (გვერდზე), რომ გულის რევის დროს, სასუნთქი გზები არ დაიხშოს, ასევე, შეიძლება, აუცილებელი გახდეს ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ზედოზირების დროს, „ალტერნატივა ჯორჯიას“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და ყველას შეუძლია გაეცნოს.

რაც შეეხება „ნალოქსონს“, ჩვენს ოფისში უფასოდაა ხელმისაწვდომი. ადამიანებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ან აფთიაქში, „ნარკანის“ სახელწოდებით შეიძინონ.

- არის თუ არა საგანგაშო სიტუაცია ქვეყანაში, რამდენად ხშირია ზედოზირების ფაქტები, ან მომაკვდინებელი ნივთიერების შემცველი ნარკოტიკის გავრცელება?

- სამწუხაროდ, ზედოზირების სტატისტიკა არ გვაქვს, რადგან მსგავს სტატისტიკას სახელმწიფო არ აწარმოებს და ზედოზირების შემთხვევაში, არ შეგვიძლია დავადგინოთ, რომელმა ნაროტიკულმა საშუალებამ გამოიწვია ის. ორგანიზაცია „მანდალამ“ გამოაქვეყნა ბოლოდროინდელი მონაცემები, სადაც აღნიშნულია, რომ  მათ მიერ გატესტილი ნარკოტიკული საშუალებებიდან, უმეტესობა, „ფენტანილის“ მინარევს შეიცავდა.

- სახელმწიფომ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ თუ ასეთ სიტუაციებს ვერ აღმოფხვრის, შეამციროს მაინც?

- საქართველოში არ არსებობს ის გზები, რომლებითაც შემცირდება მსგავსი ზიანი. ყველაზე წარმატებული და დანერგილი პრაქტიკა მსოფლიოში, წინასწარი გაფრთხილების სისტემაა, რომელიც გულისხმობს ბაზარზე შემოსული ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შემოწმებას და შემდეგ ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში, თუ რა სახის ნარკოტიკული საშუალებებია იმ დროისთვის ბაზარზე. საქართველოში ამგვარი მექანიზმის დანერგვის საშუალებით, ადამიანები დაიწყებდნენ ტესტირებას, იქნებოდნენ ინფორმირებულნი, ან თავს შეიკავებდნენ მოხმარებისგან.

- ამისთვის, ალბათ, ნარკოპოლიტიკაც უნდა შეიცვალოს...

- დიახ, ეს დიდი ბარიერია, მაგალითად, ორგანიზაცია „მანდალას“, რომელიც ამ ნარკოტიკულ საშუალებებს ტესტავს, არ შეუძლია, გამოართვას ბენეფიციარებს ნარკოტიკული საშუალება და თავად გატესტოს, ამიტომ მათ აძლევენ რეაგენტ ტესტერებს და თავად მომხმარებლები ტესტავენ ნარკოტიკს.