გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის ახალ მოადგილედ პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა. 

ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.

2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად ამ წლის 11 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ რაც პრემიერის პოსტი ირაკლი კობახიძემ დაიკავა. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. 22 აპრილს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მინისტრს ჰყავდა 3 ახალი მოადგილე, გარდა ამისა მოადგილის პოსტზე რჩება თამარ გაბუნიაც.