თურქეთი, გერმანია, შვეიცარია... - სად ყიდულობს საქართველო მედიკამენტებს, რომლის იმპორტი მზარდია

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონლის რეიტინგში დაფასოებული სამკურნალო საშუალებები მესამე ადგილს იკავებენ. წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოდან 6 558 ტონა მედიკამენტების შესაძენად 265 მილიონ 547 ათასი დოლარი გავიდა. შესაბამისად, იმპორტი წლიურად 22.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მთლიან იმპორტში დაფასოებულ მედიკამენტებზე 4.3%-იანი წილი მოდის. მთავარი საიმპორტო ქვეყანა კი ტრადიციულად თურქეთია. იანვარ-მაისის განმავლობაში თურქეთიდან ამ დასახელების საქონლის იმპორტი 52.1%-ით გაიზარდა. ამგვარად თურქეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო დასახელებებს შორის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები პირველ ადგილზეა. უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი საიმპორტო ქვეყნებიდან მედიკამენტების იმპორტი უმრავლეს შემთხვევაში გაზრდილია.

იმპორტიორი ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  1. თურქეთი - $83.5 მლნ, 2 168 ტონა;
  2. გერმანია - $30.5 მლნ, 392 ტონა;
  3. შვეიცარია - $25.4 მლნ, 649 ტონა;
  4. უნგრეთი - $20.8 მლნ, 172 ტონა;
  5. საფრანგეთი - $15.4 მლნ, 78 ტონა;
  6. ინდოეთი - $9.8 მლნ, 534 ტონა;
  7. სლოვენია - $7.4 მლნ, 91 ტონა;
  8. ბულგარეთი - $5.9 მლნ, 216 ტონა;
  9. იტალია - $5.5 მლნ, 119 ტონა;
  10. ლიეტუვა - $5.3 მლნ, 82 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში გვხვდებიან ნიდერლანდები, რუსეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ესპანეთი, უკრაინა და სხვა.

იმპორტთან შედარებით საქართველოდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი მცირეა, თუმცა ქვეყნის ექსპორტშიც მედიკამენტებს უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულშია. პირველი 5 თვის განმავლობაში ქვეყნიდან 45.8 მილიონი დოლარის ღირებულების 724 ტონა მედიკამენტები გავიდა. თუმცა აქედან ნახევარზე მეტი - 35.6 მლნ დოლარის ღირებულების 485 ტონა რეექსპორტი იყო.

საქართველოდან სამკურნალო საშუალებების მთავარი საექსპორტო ბაზარი ამ პერიოდისთვის უზბეკეთი იყო, საიდანაც ქვეყანამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13.1%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

Top-10 ექსპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. უზბეკეთი - $22.2 მლნ, 253 ტონა;
  2. აზერბაიჯანი $10.9 მლნ, 265 ტონა;
  3. სომხეთი - $4.5 მლნ, 40 ტონა;
  4. ტაჯიკეთი - $1.5 მლნ, 45 ტონა;
  5. ყირგიზეთი - $1.3 მლნ, 13 ტონა;
  6. ყაზახეთი - $1.3 მლნ, 13 ტონა;
  7. თურქმენეთი - $1.2 მლნ, 65 ტონა;
  8. მოლდოვა - $936 ათასი, 4 ტონა;
  9. რუსეთი - $508 ათასი, 2 ტონა;
  10. ლატვია - $294 ათასი, 8 ტონა;