რომელ ქვეყნებშია ლეგალური კანაფის ბაზარი?

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამედიცინო და რეკრეაციული გამოყენებისთვის კანაფის კანონიერება განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, მისი ფლობის, გავრცელებისა და კულტივირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ასევე, როგორ შეიძლება მისი მოხმარება და რა სამედიცინო პირობებისთვის შეიძლება მისი გამოყენება.

თუმცა ნელ-ნელა იზრდება ისეთი ქვეყნების სიაც, რომლებიც კანაფის მოხმარებას არასამედიცინო მიზნითაც აკანონებენ. გერმანული მონაცემთა ბაზისა და სტატისტიკის ცენტრის Statista-ს მონაცემებით კანაფის ბაზრის შემოსავლები 2024 წელს 64,73 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყოველწლიურ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ბაზარი წელიწადში 3%-ით იზრდება და შესაბამისად, 2029 წლისთვის 75 მილიარდ დოლარსაც უნდა მიაღწიოს.

სახელმწიფოებს შორის უმაღლესი მაჩვენებელი აშშ-ს აქვს, რომლის შემოსავალიც აღნიშნული ბაზრიდან 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ამავდროულად 2028 წლისთვის 35 მილიარდს უნდა მიაღწიოს. Statista-ს გათვლებით, აშშ 2028 წლის მონაცემებით თავის უახლოეს მდევარ კანადას დაახლოებით 7-ჯერ გადააჭარბებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კანადამ მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვისაც კი კანაფის მოხმარება 2018 წელს დააკანონა.

ევროპულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ესპანეთია, რომლის შემოსავალმაც აღნიშნული სექტორიდან ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა, დაახლოებით 4 წელიწადში კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან კანაფის პირადი მოხმარებისთვის გამოყენება და კულტივაცია ლეგალური გახდა გერმანიაშიც, რომელიც Statista-ს გათვლებით, შემოსავლების რაოდენობით ესპანეთსა და ნიდერლანდებს მალევე დაეწევა.

ცნობისთვის, 2024 წლის მონაცემების მიხედვით საშუალოდ თითო ადამიანი კანაფზე დაახლოებით 180 დოლარს ხარჯავს.