ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი - ირაკლი კობახიძე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები და მიზანშეწონილობა.

„რაც შეეხება ბატონ სოზარ სუბარის შეკითხვას, ზვავების მართვის სისტემის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში – როგორც ცნობილია ჩემთვის, მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი. სამინისტრო უშუალოდ დაინტერესდება ამ პროექტით და უნდა განვსაზღვროთ ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯები, მიზანშეწონილობა, ამაზე ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტთან ერთად“, – განაცხადა პრემიერმა.