საქართველო კიბერუსაფრთხოების ნაციონალური ინდექსით 22-ე ადგილზეა - NCSI

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კიბერუსაფრთხოების ნაციონალური ინდექსი (NCSI) გამოქვეყნდა. საქართველო 22-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანას 62,50 მეასედი ქულა აქვს.

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე , ევროპაში კი 16-ე პოზიცია დაიკავა. საქართველოს წარმატების შესახებ ცნობილი გახდა ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ, რომელიც 48 ქვეყანაში ჩატარდა.

NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით.

NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვადი ასპექტებზე:

1. მოქმედი კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ.
2. შექმნილი ერთეულები – არსებული ორგანიზაციები, განყოფილებები და ა.შ.
3. თანამშრომლობის ფორმატები – კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები და ა.შ.
4. შედეგები – პოლიტიკა, სავარჯიშოები, ტექნოლოგიები, ვებგვერდები, პროგრამები და ა.შ.

საქართველომ უმაღლესი, 100%-იანი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან ინდიკატორებში როგორიცაა, 1. კიბერუსაფართხოების პოლიტიკა; 2. პირადი მონაცემების დაცულობა და 3. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

ნაციონალური კიბერუსაფრთხოებს ინდექსს „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდი“ აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მდებარეობს.